არხის დასაკავშირებლად არსებობს ორი ვარიანტი:
- ფასების და დაჯავშნის ხელმისაწვდომობის სინქრონიზაცია, როდესაც აქაუნტი უკვე შექმნილია airbnb-ზე და თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ინფორმაციის ატვირთვა სისტემიდან არსებულ აქაუნტში.
- ახალი აქაუნტის ატვირთვა სისტემიდან, სადაც აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია აიტვირთება OtelMS ანგარიშიდან, ამ შემთხვევაში აუცილებელია ყველა პარამეტრის შემოწმება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქაუნტი არ გამოქვეყნდება არხზე.
ენის პარამეტრები.
გადადით მენიუს შესაბამის განყოფილებაში შემდეგი გზით
აირჩიეთ ენები, რომლებზეც თქვენ შეავსებთ ობიექტის და ოთახების კატეგორიებს აღწერას, რომლებიც მოგვიანებით იქნება ხელმისაწვდომი AirBnB ვებსაიტზე. (ყურადღება! ინგლისური ენა აუცილებელია).
გლობალური პარამეტრები
გადადით მენიუს შესაბამის განყოფილებაში შემდეგი გზით
მიუთითეთ შემდეგი პარამეტრები:
- ძირითადი ენა – ასარჩეია შეთავაზებულ ენებიდან (ძირითადი სისტემის ინტერფეისის ენა ყველა მომხმარებლისთვის)
- ძირითადი ვალუტა – ასარჩეია ის ვალუტა, რომელიც სისტემაში იქნება მითითებული ტარიფებში და აიტვირთება AirBnB-ზე
- სასაათე სარტყელი — მითითებულია “გლობალურ პარამეტრებში” და “ძირითად პარამეტრებში”
ძირითადი ინფორმაცია
გადადით მენიუს შესაბამის განყოფილებაში შემდეგი გზით
თუ აპარტამენტები განლაგებულია სხვადასხვა მისამართზე, აუცილებლად უნდა შექმნათ ობიექტების შესაბამისი რაოდენობა “+”-ით გამოყენებით.
ძირითადი ინფორმაცია
მიუთითით შემდეგი პარამეტრები:
- დასახელება — ობიექტის დასახელება ინგლისურად (მინიმუმ 8 სიმბოლო);
- ტიპი — ერთიანი (სახლი, ბინა, აგარაკი და ა.შ.); მრავალადგილიანი – (სასტუმრო, ტურისტული ბაზა, ჰოსტელი და სხვ.);
- ობიექტის კლასი — დამოკიდებულია არჩეულ ტიპზე.
- ქუჩა — მიუთითეთ ობიექტის სრული მისამართი (ყურადღება! ქუჩის სახელის შემდეგ მძიმით გამოყოფილი უნდა იყოს შენობის ნომერი)
- დამატებითი – ველი ივსება, თუ არ არის საკმარისი ადგილი ქუჩის სვეტში
- დასახელებული პუნქტი – აუცილებლად მიუთითეთ
- რეგიონი/მხარე — აუცილებლად მიუთითეთ
- საფოსტო ინდექსი— აუცილებლად მიუთითეთ
- ქვეყანა — აუცილებლად მიუთითეთ
- GPS კოორდინატები — დააჭირეთ ღილაკს
, რათა საჭირო ველში ავტომატურად წარმოიქმნას მისამართის მონაცემები.
- ვარსკვლავების რაოდენობა — აუცილებლად მიუთითეთ
- შემოსვლის დრო — აუცილებლად მიუთითეთ
- გასვლის დრო — აუცილებლად მიუთითეთ
- დროის სარტყელი — აუცილებლად მიუთითეთ
ობიექტის კეთილმოწყობა
გადადით მენიუს შესაბამის განყოფილებაში შემდეგი გზით
- გაააქტიურეთ საცხოვრებლის მიერ მოწოდებული სერვისები (მინიმუმ 5 ელემენტი)
ობიექტის ფოტოსურათები
გადადით მენიუს შესაბამის განყოფილებაში შემდეგი გზით
დაამატეთ ობიექტის და კატეგორიების მინიმუმ 7 ფოტოსურათი. (ყურადღება! ფოტოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მბ-ს. ფოტოების სრულმასშტაბიანი ჩვენებისთვის, მათი პროპორცია უნდა იყოს 4-ზე 3, ყველაფერი, რაც მეტია, ამოიჭრება. თითოეული ფოტო უნდა იყოს მონიშნული ტეგების სიიდან).
გაითვალისწინეთ, რომ დიდი ზომის ფოტოები შეიძლება არ აიტვირთოს ერთდროულად. სწორი ჩვენებისთვის აუცილებელია:
- ატვირთეთ ფოტოები სათითაოდ;
- ყოველი ატვირთული ფაილის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შენახვა“ (ფოტოსურათის მისაღები ზომები 800×500 pixels).
ობიექტის აღწერა
გადადით მენიუს შესაბამის განყოფილებაში შემდეგი გზით
ყურადღება:
- ობიექტის დასახელება შესაბამის ველში უნდა შეიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს.
- ობიექტის აღწერა შესაბამის ველში, უნდა შეიცავდეს მინიმუმ 50 სიმბოლოს
თუ ტექსტი შეიცავს აპოსტროფს, მის წინ აუცილებლად უნდა მიუთითოთ ნიშანი “\“.
სანომრო ფონდი
გადადით მენიუს შესაბამის განყოფილებაში შემდეგი გზით
შერჩეული კატეგორიის საპირისპიროდ, დააწკაპუნეთ ღილაკს “რედაქტირება”, რომელიც მითითებულია სიმბოლოთი
ინფორმაცია კატეგირიების შესახებ ივსება 5 ჩანართში:
1.ძირითადი ინფორმაცია
- 1.1. კატეგორიის სახელი (იქნება ნაჩვენები არხზე AirBnB) – აუცილებლად მიუთითეთ
- 1.2. განთავსების ობიექტი— აუცილებლად მიუთითეთ
- 1.3. კატეგორია — აირჩიეთ სიიდან
- 1.4. კვადრატულობა — აუცილებლად მიუთითეთ
- 1.5. საძინებელი — აუცილებლად მიუთითეთ (ოთახების რაოდენობა ნაჩვენებია “განსახლების” ფანჯარაში)
- 1.6. სველი წერტილი — აუცილებლად მიუთითეთ
- 1.7. ძირითადი ფასი — აუცილებლად მიუთითეთ (აუცილებელად მიუთითეთ მაქსიმალური ფასი, რომელიც განიტვირთება სისტემაში სეზონის არარსებობის შემთხვევაში)
- 1.8. ადგილები, რომლებიც შედის ფასში (მინიმუმ) — აუცილებლად მიუთითეთ
- 1.9. მისაღები — დაამატეთ იმ შემთხვევაში თუ ბინას აქვს ცალკე მისაღები და შესაძლებელია სტუმრების მოთავსება საძილე ადგილებში (ნაჩვენები იქნება “განთავსების” ველში).
2.განთავსება
არჩეული ტიპის საწოლი და მათი რაოდენობა; აქტიურდება ღილაკზე “საკუთარი აბაზანა” დაჭერით;
ადგილების მაქსიმალური რაოდენობა— აუცილებლად მიუთითეთ. თუ აბაზანა საერთოა, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული განყოფილებაში “აღჭურვილობა”.
3.აღჭურვილობა
გაააქტიურეთ საჭირო პოზიციები (მინიმუმ 5)
4.ფოტოსურათები
დაამატეთ ოთახების კატეგორიების ფოტოები (მინიმუმ 8). ამისთვის:
- დააწკაპუნეთ ნაცრისფერ კვადრატზე დამატებითი ფოტოების გასააქტიურებლად
- დააწკაპუნეთ ღილაკზე «შეცვლა»
- აირჩიეთ ფოტო თქვენს მოწყობილობაზე (ფოტოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მბ-ს. ფოტოების სრულმასშტაბიანი ჩვენებისთვის, მათი პროპორცია უნდა იყოს 4-ზე 3, ყველაფერი, რაც მეტია, ამოიჭრება.)
“მონიშვნებბი” ღილაკზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ დაამატოთ ტეგები დამატებულ ფოტოზე.
- დააჭირეთ ღილაკს „შენახვა“ გვერდის ბოლოს
შენახვა უნდა მოხდეს ყოველი დამატებული ფოტოს შემდეგ.
ყველა ინფორმაციის შევსების შემდეგ, თქვენ უნდა გაკეთდეს სინქრონიზაცია არხთან