შეკვეთებთან მუშაობა

სასტუმროდან გასახლების პროცედურა

სასტუმროდან გასახლების პროცედურა გულისხმობს სტატუსის შეცვლას “განთავსება”-დან “გასვლა”-ზე.

იმისთვის, რომ განთავსების სტატუსი გასვლაზე შევცვალოთ, უნდა დააჭიროთ ჯავშანზე “განთავსების” სტატუსით, და დააჭიროთ ღილაკს “გამოსახლება”  სასტუმროდან გასახლების პროცედურა

გამოსახლების პროცედურა შედგება 3 ძირითადი ნაბიჯიდან, რომლებიც ნაჩვენებია ჩანართის სახით: 
  1. განთავსების თარიღების შეცვლა
  2. წინასწარი ანგარიში
  3. ფინალური ანგარიში
1 ნაბიჯი

მენიუ – “განთავსების თარიღების შეცვლა ” საშუალებას გაძლევთ განსახლების დროს ამ ჯავშანზე ცვლილებები შეიტანოთ, აქ შეგიძლიათ შეცვალოთ ის დეტალები, რომლებიც შეიძლება შეიცვალა ყოფნის დროს, მაგალითად, თუ სტუმარი გადის უფრო ადრე ვიდრე გეგმავდა. შეიძლება შეცვალოთ თარიღების დიაპაზონი, ფასდაკლების ოდენობა, ტარიფი და , საჭიროების შემთხვევაში, დააწესოთ ჯარიმის ოდენობა.

თარიღების დიაპაზონის შეცვლის დროს, ბალანსი შეიცვლება ავტომატურად.

 

2 ნაბიჯი

მენიუ “წინასწარი ანგარიში” – საშუალებას გაძლევთ,  საჭირო გადახდების და მომსახურების დამატებით, ჯავშნის ბალანსი ჯამურ თანხაზე გადაიტანოთ.

სასტუმროდან გასახლების პროცედურა

3 ნაბიჯი

მენიუ “ფინალური ანგარიში” – განსახლების ეტაპამდე საბოლოო ბალანსის დაზუსტება და ასევე ინვოისი დაბეჭდვა.

სასტუმროდან გასახლების პროცედურა

მას შემდეგ, რაც ყველა ფინანსური დეტალი არის დაზუსტებული, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს “გამოსახლება

ღილაკის დაჭერის შემდეგ, ჯავშანი რჩება შეკვეთების დაფაზე და იცვლის ფერს.

შეკვეთების დაფაზე ფერების სქემა შეგიძლიათ შეცვალოთ 

პარამეტრები გარეგნული დიზაინი ფერადი სქემა

ჯავშნის შესახებ ინფორმაცია რჩება ჯავშნების ისტორიაში და ანგარიშებში. მომავალში, ასევე შესაძლებელია აღნიშნული ჯავშნის, “გასვლა” სტატუსით, ძიება და მონაცემების ნახვა 

მსგავსი სტატია