წინასწარი ნახვის რეჟიმი საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მოხერხებულად გაეცნოთ კონკრეტულ ჯავშანზე არსებულ ძირითად ინფორმაციას, ასევე სწრაფად შეიტანოთ ცვლილებები თქვენს შეკვეთაში, წინასწარი გადახედვის ფანჯრის ბოლოში ფუნქციონალური ღილაკების ჩამონათვალის გამოყენებით.
წინასწარი ნახვის რეჟიმის მენიუში გადასასვლელად, თქვენ უნდა დააჭიროთ ერთხელ თქვენს მიერ დაინტერესებულ ჯავშანს.
გახსნილ მენიუში შეგიძლიათ ჯავშნის შესახებ ძირითადი ინფორმაცია იხილოთ. ბოლოში არის ფუნქციონალური ღილაკები.
შესახლება – ღილაკი იწყებს შესახლების პროცედურას.
შეკვეთის გაუქმება – გაუქმების ღილაკი საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ გაუქმებულ ან წაშლილ ჯავშნის სტატუსზე. ასევე შეიძლება შეიცვალოს გაყიდვების ჩათვლით ჯავშნის “არ გამოცხადებულ” სტატუსზე . წაშლილი და გაუქმებული ჯავშნების ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს “ანგარიში”-ს განყოფილებაში. ყველაფერი, რაც წაშლილია – ფიქსირდება სისტემაში.
მნიშვნელოვანია! ამ გზით შეგიძლიათ გააუქმოთ მხოლოდ პირდაპირი გაყიდვები. არხების ჯავშნები უნდა დარედაქტიროთ ან გააუქმოთ მხოლოდ არხის ექსტრანეტში. |
გადაადგილება – ამ ღილაკის მეშვეობით შეგიძლიათ ჯავშანი სხვა ნომერში ან კატეგორაში გადაიტანოთ.
გადახდა – გადახდის ღილაკი საშუალებას გაძლევთ დააფიქსიროთ გადახდა სტუმრისგან ჯავშნის ბალანსზე. ეს ფუნქცია მოსახერხებელია შესახლებამდე წინასწარი გადახდის დაფიქსირებისთვის.
სერვისის დამატება – ღილაკი საშუალებას გაძლევთ ჯავშნისთვის დაამატოთ ნებისმიერი მომსახურება. მომსახურების ღირებულება ავტომატურად ემატება ჯავშნის ბალანსს. მომსახურების ნებისმიერი რაოდენობა შეგიძლიათ დაამატოთ პარამეტრებში, მენიუ “ტარიფიკაცია” – მომსახურებ
მარკერი – ღილაკი მარკერი საშუალებას გაძლევთ აღნიშნოთ ჯაავშნი შეკვეთების დაფაზე შეკვეთის მარცხენა მხარეს ზოლების გარკვეული ფერის მიხედვით.
მაკრერების ნებისმიერი რაოდენობა შეგიძლიათ დაამატოთ პარამეტრებში, მენიუ “გარეგნული დიზაინი” – მარკერები.
ნახვა – ხსნის ამ ჯავშნის დეტალური ინფორმაციის ნახვის რეჯიმის მენიუს. დეტალური ინფორმაციის მენიუდან შეგიძლიათ დარედაქტიროთ ჯავშნის ნებისმიერი მონაცემები, დაამატოთ გადახდა, სტუმრის საპასპორტო მონაცემები, და ასევე ნახოთ პასუხისმგებელი პირი.
გაუქმება – ხურავს ამ მენიუს და დაგაბრუნებს შეკვეთების დაფაზე.