შეკვეთებთან მუშაობა

შეკვეთის შექმნა

OtelMS-ის სისტემაში შეკვეთის გაკეთება ხდება მთავარ გვერდზე.

ეს არის სისტემის მთავარის სამუშაო სივრცე.

იმისთვის რომ გადავიდეთ მთავარ გვერდზე პროგრამის ნებისმიერი მენიუდან, თქვენ უნდა აირჩიოთ ზემოთ აღნიშნულ მენიუდან მთავარი და ქვემენიუდან მთავარი.

შეკვეთის შექმნა

OtelMS სისტემაში ჯავშნის შექმნა იწყება დაფაზე სასურველი კატეგორიის შერჩევით.

სასურველი კატეგორიების შესარჩევად, თქვენ უნდა გადაადგილოთ მაუსის კურსორი შერჩეული კატეგორიაში და დააჭიროთ მასზე.

შეკვეთის შექმნა

შერჩეულ კატეგორიაში დაჭერის შემდეგ ის გაიხსნება, როგორც ილუსტრაციაში ნაჩვენებია.

კატეგორიის გახსნის შემდეგ, ნომრის და თარიღის შესახებ უნდა გადაწყვიტოთ. კატეგორიის გაშლის და ნომრის არჩევის შემდეგ, თქვენ უნდა დააჭიროთ ღილაკს და აირჩიოთ თარიღების რიგი, რომელშიც სტუმარი იცხოვრებს.

 

 

 

შეკვეთის შექმნა

დაჯავშნის შესაქმნელად, მაუსის მარცხენა ღილაკს დააჭირეთ შესახლების თარიღზე და მონიშნეთ იმდენი დღე, რამდენიც გეგმავს სტუმარი იცხოვროს. რის შემდეგ გაუშვით მაუსის მარცხენა ღილაკი.

ჯავშნის შექმნის მენიუ გაიხსნება.

განვიხილოთ ჯავშნის შექმნის მენიუ უფრო დეტალურად.

ჯავშნის შექმნის მენიუს პირველ ბლოკში სტუმრის შესახებ ინფორმაცია ივსება: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

შეკვეთის შექმნა

სტუმრის შესახებ ინფორმაციის შეყვანა არის ოფციონალური. თუ სტუმარი ადრე უკვე ცხოვრობდა შესახლების ობიექტში, სისტემა შემოგთავაზებთ სტუმრების სიას, ამ გზით შესაძლებელი იქნება რეგულარული სტუმრების გაანალიზება. ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია მათ გარეშე. ასევე შეგიძლია მოგვიანებით დაარედაქტიროთ ჯავშანი, დაამატოთ ან შეცვალოთ მისი მონაცემები.

შემდეგ მოდის ინფორმაცია ჩამოსვლის და გასვლის თარიღების დაროს შესახებ.

შეკვეთის შექმნა

თავდაპირველად მონაცემები ამ ველში მითითებული იქნება, დაფაზე თარიღების დიაპაზონის შერჩევის შემდეგ. მაგრამ ასევე შეგიძლიათ ამ ველის სასურველი დიაპაზონის რედაქტირება. შემოსვლის და გასვლის თარიღების არჩევის შემდეგ ღამეების რაოდენობა ავტომატურად შეიცვლება.

ასევე ამ მენიუში შეგიძლიათ დააყენოთ ნაადრევი შემოსვლა და გვიანი გასვლა. ნაადრევი შემოსვლის და გვიანი გასვლის დამატება ავტომატურად აისახება ამ ჯავშნის ბალანსზე.

შეკვეთის შექმნა

სტანდარტულად, ნაადრევი შემოსვლის და გვიანი გასვლის დამატების შემთხვევაში თანხას ემატება პირველი ღამის 50%, კატეგორიისა და შერჩეული ტარიფის მიხედვით. თუმცა, ეს პარამეტრი შეიძლება შეიცვალოს პარამეტრებში.

პარამეტრები ->> ტარიფიკაცია ->> ძირითადი მომსახურება ->> ნაადრევი შემოსვლა/გვიანი გასვლა ->> შეკვეთის შექმნა

ქვემოთ მოცემულია ოთხი პუნქტი, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ დაადგინოთ ამ ნომერში მცხოვრები ზრდასრული სტუმრების რაოდენობა.

შეკვეთის შექმნა

უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ მარცხენა პუნქტი იქნება საკმარისი. თუმცა, თუ სასტუმროს აქვს რთული ტარიფების სისტემა, და ნომრის საფასური იცვლება ბავშვებთან სხვადასხვა ასაკის შესახლების შემთხვევაში, მეორე და მესამე პუნქტის მეშვეობით შეგიძლიათ აირჩიოთ ბავშვების ორი ასაკობრივი ჯგუფის რაოდენობა. მეოთხე პუნქტის მეშვეობით შეგიძლიათ დაამატოთ ამ ჯავშნისთვის დამატებითი საწოლი.

ბავშვების ადგილების რაოდენობა უნდა მიუთითოთ სანომრე ფონდის პარამეტრებში, ყოველი კატეგორიისთვის ცალ-ცალკე.

პარამეტრები ->> სანომრო ფონდი ->> ნომრების კატეგორია ->> შეკვეთის შექმნა ->> ჩანართი “განთავსება”

სააბავშვო ადგილების და დამატებითი საწოლის საფასური ტარიფიკაციის პარამეტრებში შეგიძლიათ მიუთითოთ.

პარამეტრები ->> ტარიფიკაცია ->> ტარიფები ->> შეკვეთის შექმნა ->> ჩანართი “ტარიფები”

მენიუ “განთავსების ღირებულება” განსაზღვრავს ფინანსურ წესებს, რომლის მიხედვით საფასურის ღირებულება განისაზღვრება. სტანდარტულად ეს მენიუ დაყენებულია “ტარიფის მიხედვით”. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუმრის ცხოვრების საბოლოო ღირებულება იქნება გამოთვლილი სისტემით ტარიფებში მითითებული პარამეტრებით მიხედვით.

შეკვეთის შექმნა

ოთახის ღირებულება ტარიფის მიხედვით მენიუში უნდა მიუთითოთ.

პარამეტრები ->> ტარიფიკაცია ->> ტარიფები ->> შეკვეთის შექმნა ->> ჩანართი “ტარიფები”

გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ “ფიქსირებული” ან “დღიური” მეთოდი მენიუში “განთავსების ღირებულება” .

საცხოვრებელი ღირებულების ფიქსირებულად არჩევის შემთხვეევაში, შესაძლებელია დამოუკიდებლად დაადგინოთ სტუმრის ჰყოფნის საბოლოო ღირებულება.

შეკვეთის შექმნა

“დღიური”-ს არჩევის შემთხვევაში,თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ამ ოთახში სტუმრის ჰყოფნის ყოველდღიური ღირებულება.

შეკვეთის შექმნა

შეგიძლიათ აირჩიოთ ტარიფი სტუმრის განთავსება ჯავშნის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმეა.

შეკვეთის შექმნა

“ტურისტული საფასურის” მენიუ გაძლევთ საშუალებას ამ ჯავშნისთვის დაამატოთ ტურისტული გადასახადი, და ასევე იქნება თუ არა ტურისტული გადასახადი დამატებული ამ ჯავშნისთვის.

შეკვეთის შექმნა

ტურისტული გადასახადის ოდენობა განისაზღვრება იურიდიული პირის პარამეტრებში.

პარამეტრები ->> ძირითადი პარამეტრები ->> ინფორმაცია სასტუმროს იურიდიულ პირზე ->> შეკვეთის შექმნა ->> ტურისტული გადასახადი

ტურისტული გადასახადის აქტივირება ასევე ხდება მენიუდან.

პარამეტრები ->> ძირითადი პარამეტრები ->> საბაზო პარამეტრები

შემდეგი 2 მენიუ საშუალებას მოგცემთ სტუმრისთვის ფასდაკლების მიწოდებად პროცენტულად და ფიქსირებული თანხის სახით, რომელიც იქნება გამოკლებული ჯამური ღირებულებიდან.

საპროცენტო ფასდაკლების დადგენისთვის, უნდა აირჩიოთ ფასდაკლების ზომა 1%-დან 100%-მდე. სისტემა ავტომატურად გამოაკლებს საჭირო თანხას ჯამური ღირებულებიდან.

შეკვეთის შექმნა

ფიქსირებული თანხის ოდენობის ფასდაკლების უზრუნველსაყოფად სასურველ თანხას უნდა მიუთითოთ “ფასდაკლება” ველში. სისტემა ავტომატურად გამოაკლებს თანხას ჯამური ღირებულებიდან.

შეკვეთის შექმნა

მენიუს პუნქტი “მარკერი” გაძლევთ საშუალებას მონიშნოთ ეს ჯავშანი დაფაზე გარკვეული ფერით. ფერების და მარკერების რაოდენობა შეგიძლიათ დაარედაქტიროთ:

პარამეტრები ->> გარეგნული დიზაინი ->> მარკერები

შეკვეთის შექმნა

მარკერი ჰყენდება როგორც ახალი ჯავშნის შექმნის დროს, ასევე შესაძლებელია დამატება დაფაზე უკვე არსებულ ჯავშნისთვის.

მარკერის დამატების შემდეგ, ჯავშნის მოძებნა დაფაზე იქნება უფრო ადვილი. უკვე არსებულ ჯავშანში მარკერის დამატება შეგიძლიათ რამოდენიმე დაწკაპუნებით.

შეკვეთის შექმნა

შეკვეთების დაფაზე ჯგუფური ჯავშნის შექმნის დროს, პროგრამა გვაძლევს საშუალებას შემდგომში ამ ჯგუფში დავამატოთ ახალი ჯავშანი. შევქმნათ ჯგუფი “ახალი ჯგუფი”-ს დასახელებით.

შეკვეთის შექმნა

აღნიშნული ჯავშანი შეძლება დაემატოს უკვე არსებულ ჯგუფში, ამისთვის საჭიროა ჩაწეროთ ჯგუფის დასახელება მენიუში “ჯგუფის დასახელება”. დავამატოთ ეს ჯავშანი ახლახან შექმნილ ჯგუფში.

შეკვეთის შექმნა

ახლა ახალ ჯგუფში იქნება 5 შეკვეთა და არა 4.

მენიუს პუნქტი “წყარო” საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ამ ჯავშნის წყარო. მენიუში შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობის წყაროები დაამატოთ.

პარამეტრები ->> პარტნიორობა ->> წყაროს დამატება

შეკვეთის შექმნა

ჯავშნებთან მუშაობის პროცესში, იქმნება ეფექტურობის ანგარიში წყაროს მიხედვით. ამის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ შედარების კვლევა ჯავშნების რაოდენობის, ფინანსურის და დატვირთვის შედეგად. შესაბამისად მარკეტინგული პოლიტიკა გადაწყვიტოთ. წყარო საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ რეკლამის ეფექტურობა. დავუშვათ, რომ სასტუმროს ტურისტულ კომპანისთან აქვს ხელშეკრულება დადებული, და ჯავშნის შექმნის დროს,სასტუმროს ადმინისტრატორი უთითებს შესაბამის წყაროს. თვის ან წლის ბოლოს შეგიძლიათ გაეცნოთ ეფექტურობის ანგარიში და გაიგოთ თუ რამდენი დაჯავშნა იყო ამ ტურისტული კომპანიიდან შერჩეული პერიოდის განმავლობაში. გაყიდვების არხებიდან შემოსულ ჯავშნებს ავტომატურად იძლევა წყაროს დასახელება.

კომენტარების ველში შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი კომენტარი ამ ჯავშნის შესახებ. კომენტარებს ხედავენ მხოლოდ სისტემა ში დარეგისტრირტებული მომხარებლები.

შეკვეთის შექმნა

ფუნქცია “ჯავშნის გაუქმების დრო” მუშაობს დროის უკან გათვლის მეთოდით. “დღეები” “საათები” და “წუთები”-ს ველში დგინდება დროის ლიმიტი, რის ამოწურვის შედეგად იქნება ავტომატური შეხსენება ამ ჯავშნის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრატორს შეუძლია დაადასტუროს ან გააუქმოს იგი.

შეკვეთის შექმნა

ღილაკი “ბლოკი” და “გახსნა” საშუალებას გაძლებთ დახუროთ ეს ნომერი გაყიდვების არხებიდან და ჯავშნების მოდულიდან შემოსული ჯავშნებისთვის, ან გახსნათ, თუ ის იყო დახურული.

მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი ველი იყო შევსებული, შეგიძლიათ ან შექმნათ ჯავშანი მითითებული პარამეტრებით, ან უშუალოდ შეასახლოთ.

ჯავშნის შექმნისთვის უნდა დააჭიროთ “შენახვა” ღილაკს.

პირდაპირ შესახლების ეტაპზე გადასვლისთვის უნდა დააჭიროთ “შესახლება” ღილაკს.

შენახვის გარეშე ამ მენიუს დახურვისთის გამოიყენეთ “გაუქმება” ღილაკი.

მსგავსი სტატია