ჯავშნის რედაქტირება შესაძლებელია ამ ჯავშანთან მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე.
მონაცემების უმრავლესობა რედაქტირებადია, არ რედაქტირდება შეკვეთის ნომერი (ავტომატური მრიცხველი), და ასევე მომხმარებლის ქმედებები ცვლილებების ისტორია.
რედაქტირების ფორმაზე გადასვლისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს “ნახვა” წინასწარი გადახედვის მენიუში.
ჯავშნის წინასწარი გადახედვის მენიუში, შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია შერჩეული ჯავშნის შესახებ. ასევე ნახვის მენიუში შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ჯავშანი.
უფრო დეტალურად განვიხილოთ:
მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია ჯავშნის სტატუსი და ნომერი, ”შეკვეთების დაფაზე გადასვლა” ღილაკის დაჭერის შემდეგ, მოხდება შეკვეთების დაფაზე გადასვლა, სხვა შეკვეთები იქნება ნაჩვენები თეთრად. ეს ფუნქცია მოსახერხებელია თუ შეკვეთების დაფაზე დიდი რაოდენობით ჯავშნები არსებობს.
ეკრანის ზედა მარჯვენა მხარეს, შეგიძლიათ ნახოთ ჯავშანი რედაქტირების ძირითადი ღილაკები, რომლებიც საშუალებას გაძლევს განვახორციელოთ შესახლება, გავაუქმოთ ჯავშანი და ამ ჯავშნის მონაცემები დავბეჭდოთ.
იმისთვის, რომ შეიტანოთ ცვლილებები თითოეულ ბლოკში არის ღილაკი “რედაქტირება”
მნიშვნელოვანია! სისტემაში რჩება ყველა ცვლილება რომელიც იყო შეტანილი არხებიდან შემოსულ ჯავშნებზე (შესვლის/გასვლის თარიღები, საცხოვრებლის ღირებულება, ნომრის კატეგორიის გაზრდა/შემცირება, დამატებითი ადგილის უზრუნველყოფა, მომსახურება)
ნახვის მენიუ დაყოფილია ძირითად ბლოკებზე:
ძირითადი ინფორმაცია
ჯავშნის, სტუმრის შესახებ ძირითადი ინფორმაციის შეცვლა: სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, წყარო, იურიდიული პირი, მარკერი, შეკვეთა გაუქმების დრო, შენიშვნა.
კომენტარი
ამ ჯავშნის შესახებ კომენტარის რედაქტირება
განთავსება
“განთავსება” მომსახურების რედაქტირება: ნომრების კატეგორია, ნომრები, კატეგორიის გაზრდა/შემცირება, შემოსვლის თარიღი, დღეების რაოდენობა, გასვლის თარიღი, საცხოვრებლის ღირებულება, ტარიფი, ფასდაკლება
ინფორმაცია სტუმრების შესახებ
ნაჩვენებია სტუმრის შესახებ მონაცემები, ვისზეც იყო ჯავშანი გაფორმებული. სახელი-გვარის დაჭერის შემთხვევაში მოხდება სტუმრის პროფილში გადასვლა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ან შეცვალოთ მონაცემები, ასევე შეიცავს შეკვეთების და მომსახურების შესახებ ინფორმაციის ისტორიას, იმისთვის რომ დაბრუნდეთ ჯავშანზე ბრაუზერში უნდა დააჭიროთ ღილაკს “უკან” (←)
– – რედაქტირების ღილაკი საშუალებას გაძლევთ “შემოსული სტუმრის პირადი მონაცემები” მენიუში გადახვიდეთ და შეიტანოთ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის დოკუმენტის სკანირებული ასლი და პასპორტის მონაცემები.
-ღილაკი “სკანირება” საშუალებას გაძლებთ გაადიდოთ ამ სტუმართან მიბმული სურათი
– “ბეჭდვა” ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ ამობეჭდოთ სტუმრის ბარათი, სასტუმროს წესების გასაცნობად, წინასწარ სიაში სტუმრის არჩევით ✓ მონიშვნით
– ღილაკი “სტუმრის დამატება” საშუალებით შეგიძლიათ დაამატოთ ჯავშანში ინფორმაცია ყველა სტუმრის შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ ოთახში.
გადახდების სია
ნაჩვენებია ჯავშანში დამატებული გადახდების სია. დგინდება სრული ან ნაწილობრივი გადახდა, ასევე არის გადახდის ტიპის დაყენების შესაძლებლობა. შეტანილი გადახდა გავლენას ახდენს შეკვეთის ბალანსის ფორმირებაზე.
ჯავშნის ბალანსი – ეს არის განსხვავება შეტანილი გადახდების, დარიცხული საცხოვრებლის თანხის და დამატებითი მომსახურების შორის. ნაჩვენებია “მინუსის” ნიშნით დავალიანების შემთხვევაში. ჯავშნის დადებითი ბალანსი ნიშნავს იმას, რომ ფიქსირებულია გადახდა აღემატება გადასახდელ თანხას. ბალანსი 0 – შეტანილი თანხა შეესაბამება დარიცხული თანხას.
ღილაკი “გადახდის დამატება” ახალ ფანჯარას ხსნის, სადაც გადახდის დეტალების მითითების შესაძლებლობა არის
ღილეკი “თანხის დაბრუნება” საშუალებას აძლევს აისახოს თანხის დაბრუნება სტუმრისთვის ჯავშნის გაუქმების ან შემთხვევით შეტანილი თანხის შემთხვევაში.
ჯავშნის გადახედვის რეჟიმში შეგიძლიათ დააფიქსიროთ თანხის გადახდა ან წინასწარი შენატანი.
იქნება ნაჩვენები გადახდების სიაში
ყველა გადასახადები და წინასწარი შენატანი შეგიძლიათ ნახოთ ფინანსურ ანგარიშში.
საგადასახადო ბარათების სია
ამ განყოფილებაში შეგიძლიათ მიუთითოთ სტუმრის ბარათის მონაცემები
დამატებითი ინფორმაცია
ამ განყოფილებაში შეგიძლიათ ნახოთ თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება აღნიშნული ჯავშანი, ჯგუფის დასახელებაზე დაჭერის შემდეგ მოხდება ჯგუფის ჯავშნების სიაზე გადასვლა.
ავტომობილი
ამ განყოფილებაში შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია სტუმრის ავტომობილის შესახებ. ეს ინფორმაცია არის აქტუალური იმ შემთხვევაში, თუ სტუმარს ექნება ავტოსადგომი.
კომენტარი
არ არის ინფორმაცია
დღეების მიხედვით ტარიფიცირება
აჩვენებს საცხოვრებლის ხარჯების გაანგარიშების ტიპს (ტარიფის მიხედვით, დღიური, ფიქსირებული) და მითითებულია ღირებულება ყოველი დღისთვის
ცვლილებების ისტორია
ამ განყოფილებაში შეგიძლიათ ნახოთ ამ ჯავშნის მიხედვით მთლიანი ცვლილებების ისტორია. მითითებულია პასუხისმგებელი პირის სახელი და თითოეული ცვლილების ზუსტი თარიღი. სისტემის მიერ განხორციელებული ცვლილებები იქნება ავტომატურად აღნიშნული სვეტში “პასუხისმგებელი პირი” როგორც system.
ასევე ცვლილებების ისტორია შეგიძლიათ ნახოთ აუდიტის ანგარიშის.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ჯავსნის მიხედვით შეტანილი ცვლილებების ისტორია