„რეპუტაციის“ დამატებითი მოდული შექმნილია Booking-ის ვებსაიტზე ობიექტის რეიტინგის საჩვენებლად. ის გაძლევთ საშუალებას აჩვენოთ Booking-ის არხიდან არსებული მიმოხილვები ონლაინ დაჯავშნის მოდულზე, მეტი სტუმრის მოსაზიდად.
მიმოხილვებთან მუშაობა ასევე საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ სტუმრების მომსახურების ხარისხი და გააუმჯობესოთ იგი გაყიდვების რაოდენობის გასაზრდელად.
„რეპუტაციის“ მოდულის გასააქტიურებლად უნდა შეავსოთ განაცხადი.
რეპუტაციის მოდულის გამოყენების ტარიფი მითითებულია სისტემის ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ აქაუნთ მენეჯერს ან მოგვწეროთ დახმარების მენიუდან ახალი მიმართვა.
აქტიური მოდულის ნახვა შეიძლება სისტემის მართვის პანელზე
შედგება ორი ქვეგანყოფილებისგან:
- რეპუტაცია
- შეფასების სია
რეპუტაცია
ნაჩვენები არხის ვიჯეტები, რომელთა რეიტინგების ნახვა ხელმისწვდომი იქნება ონლაინ დაჯავშნის მოდულზე
რეიტინგი “Booking’-ის ვიჯეტში ნაჩვენებია ექსტრანეტზე დაკავშირებულ აქაუნტზე მონაცემების მიხედვით.
პირდაპირი გაყიდვის მიმოხილვების რეიტინგი (ონლაინ დაჯავშნის მოდულის ჩათვლით) და Airbnb მალე გახდება ხელმისწვდომი.
ასევე ხელმისწვდომია მიმოხილვების დახარისხების შესაძლებლობა ფილტრების მიხედვით:
- თარიღის მიხედვით – გაფილტვრა შეკვეთის საცხოვრებელი პერიოდის მიხედვით
- არხების მიხედვით – აირჩიეთ ერთი არხი სიიდან, ან აჩვენეთ დაჯავშნის მიმოხილვები ყველა მითითებული არხიდან
- რეიტინგის მიხედვით – აჩვენებს მიმოხილვებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ სიიდან შერჩეული ნიშანი
- ტექსტის ძებნა – ირჩევს მიმოხილვებს კონტექსტის მიხედვით.
რეპუტაციის განყოფილებაში, მარჯვენა მხარეს ღილაკზე დაჭერის დროს ჩვენ გადავდივართ მენიუში შეფასების მონაცემების განახლებისთვის.
ცხრილში ნაჩვენებია არხის ჩვენების პარამეტრები, მიმოხილვების რაოდენობა, საშუალო რეიტინგი, ასევე რეიტინგის მონაცემების განახლების შესაძლებლობა როგორც ჩამოთვლილი ერთ -ერთი არხისთვის, ასევე ერთდროულად ყველა არხისთვის.
გამოხმაურებების სია
გამოხმაურებების სია იქმნება იმ შეკვეთების საფუძველზე, რომლებიც არიან შექმნილი სისტემაში.
ფილტრაციის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ შეკვეთების სია:
- გასვლის თარიღის დიაპაზონი
- შეკვეთა
- შეკვეთების სტატუსი – შერჩევა სიიდან „ყველა“, „გამოხმაურებით“ – შეკვეთა რომელშიც არის გამოხმაურება, „გამოხმაურების გარეშე“ – შეკვეთა რომელშიც არ არის გამოხმაურება, „გამოხმაურების მოლოდინში“ – გამოხმაურების მოთხოვნა გაგზავნა.
- რეიტინგი – გამოხმაურების გაფილტრვა რეიტინგის მიხედვით
გამოხმაურების მოთხოვნის გასაგზავნად საჭიროა:
- გადაამოწმოთ ენის პარამეტრები სისტემაში
- შევსებული სტუმრების ბარათი შეკვეთის ფოლიოში (ელ.ფოსტა და მოქალაქეობა აუცილებელია)
გამოხმაურების მოთხოვნის გასაგზავნად, დააჭირეთ ღილაკს ამის შემდეგ გამოჩნდება ახალი სტატუსი “მოთხოვნა გაიგზავნა”:
ბმულზე დაჭერის დროს იხსნება შეკითხვების ფორმა
ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის და მიმოხილვის გაგზავნის შემდეგ, სისტემაში იცვლება სტატუსი და ჩნდება შეფასების რეიტინგი.
ღილაკზე „ნახვა“ დაჭერით შეგიძლიათ წაიკითხოთ დეტალური პასუხები.
მიმოხილვების პარამეტრი განთავსებულია განყოფილებაში:
პირველ ჩანარტში „გამოხმაურების პარამეტრები“ მითითებულია შაბლონი რომელიც იგზავნება სტუმარის ფოსტაზე.
მეორე ჩანარტში „შეკითხვების პარამეტრები“ შესაძლებელია იმ კითხვების აქტივაცია, რომელთათვისაც საჭიროა უკუკავშირი.