მუშაობა დაჯავშნის არხებთან

AirBnB–თან მუშაობის წესები

AirBnB--თან მუშაობის წესები

ნარჩენები

გასაყიდი ოთახების რაოდენობა

თითოეული კატეგორია გამოქვეყნებულია ცალკე განცხადებით.

განცხადებით დაკავშირებულია კატეგორიასთან და არა კონკრეტულ ნომერთან.

ყოველ ერთ საათში არხი ამოწმებს სისტემაში თავისუფალ ოთახებს და აჩვენებს ამ ინფორმაციას სტუმრებისთვის.

თუ სტუმარი ირჩევს სისტემაში უკვე დაკავებულ თარიღებს, მაგრამ არხის ხელმისაწვდომობის ინფორმაცია ჯერ არ არის განახლებული, მაშინ AirBnb არხზე ყოველი სტუმრის დაჯავშნისას ხდება მეორე შემოწმება ხელმისაწვდომი ოთახებისთვის და შესაბამისად, თუ არ არის თავისუფალი ოთახები, სტუმარი მიიღებს განახლებულ ინფორმაციას.

ტარიფები

ობიექტის ღირებულების დადგენილი ოდენობა გაწეული მომსახურებისა და მისი შეძენის პირობების შესრულების გათვალისწინებით

არხის პარამეტრებში შესაძლებელია მხოლოდ ერთი ტარიფის არჩევა.

 

Airbnb-ის საიტთან სწორი კავშირისთვის, ნომრის/საწოლის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ $10. ამ შემთხვევაში, ჩვენ გირჩევთ შექმნათ ახალი ტარიფი Airbnb-ის არხისთვის, რომლის ღირებულება იქნება$10 ან უფრო მაღალი (ან სასტუმროს ვალუტის ექვივალენტი).

 

სპეციალური შეთავაზებები (აქციები)

შეგიძლიათ დააწესოთ % ფასდაკლება გრძელვადიან ჯავშნებზე.

 

შეზღუდვები

არხის პარამეტრებში შეგიძლიათ აირჩიოთ ტარიფის მხოლოდ ერთი შეზღუდვა.

  • დახურულია – გაყიდვისთვის კატეგორიის ყველა სანომრო ერთეულის დახურვა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია ეს შეზღუდვა
  • დახურულია შემოსვლისთვის – გაყიდვისთვის კატეგროიის დახურვა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია ეს შეზღუდვა. (დაჯავშნის დროს, თუ შემოსვლის თარიღი ემთხვევა შემოსვლისთვის დახურულ დღეს, დაჯავშნის არხი სტუმარს ჯავშანზე ეტყვის უარს)
  • დახურულია გასასვლელათ -კატეგორიის დახურვა გასვლაზე ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა. (დაჯავშნის დროს, თუ გასვლის თარიღი ემთხვევა გასვლისთვის დახურულ დღეს, დაჯავშნის არხი სტუმარს ჯავშანზე ეტყვის უარს)
  • გაჩერების მინიმალური პერიოდი – მიითითება განთავსების დღეების მინიმალური რაოდენობა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა, რომლებიც ემთხვევა დაყენებული შეზღუდვის თარიღს.
  • გაჩერების მაქსიმალური პერიოდი – მიითითება განთავსების დღეების მაქსიმალური რაოდენობა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა, რომლებიც ემთხვევა დაყენებული შეზღუდვის თარიღს.
  • განთავსების დღეების მინიმალური რაოდენობა – არ გამოიყენება

შეკვეთები

სტუმრის არ შემოსვლის შემთხვევაში „არ გამოცხადებული“-ს სტატუსის მონიშვნა აუცილებელია AirBnB-ის ექსტრანეთში.

 

არხის მიერ სისტემაში გაგზავნილი ინფორმაცია:

 

შეკვეთაში: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა (მინიჭებული არხის მიერ), ტელეფონი

 

ნახვის რეჟიმში, ველში “ინფორმაცია არხიდან”: სტუმრების რაოდენობა, სტუმრის კომენტარი.

 

განცხადების იძულებითი განახლება

თუ თქვენ შეცვალეთ ოთახების აღწერა, ფოტოები ან სხვა ინფორმაცია, რომელიც უნდა აიტვირთება Airbnb-ის არხზე, თქვენ უნდა განაახლოთ ჩამონათვალის სტატუსი სინქრონიზაციის პარამეტრებში.

ამისთვის:

  • გადადით AirBnb-ის არხის პარამეტრებში
  • ჩანართში “დაკავშირება AirBnb-თან” დააჭირეთ ღილაკს “token-ის განახლება”,
  • შემდეგ გადადით “ოთახების სია”-ში
  • დააჭირეთ ღილაკს “ განახლება” თითოეულ განცხადებაზე.
  • ყველა განცხადება უნდა იყოს სტატუსით “success (approved)”. განცხადების ნახვა შესაძლებელია AirBnB-ის ექსტრანეტში.

ტექნიკური დახმარების თანამშრომლებს არ აქვთ წვდომა OtelMS-ში რეგისტრირებულ განთავსების ობიექტების ექსტრანეტებთან, და შესაბამისად ექსტრანეტში მონაცემთა აქტუალურობა უნდა შემოწმდეს დამოუკიდებლად.

Подобные статьи (Статьи по теме)