მუშაობა დაჯავშნის არხებთან

Booking.com-თან მუშაობის წესები

Booking.com-თან მუშაობის წესები

ჯავშნები

  • დაჯავშნის არხებიდან შეკვეთების წაშლა და / ან მათი სტატუსის შეცვლა რჩება სისტემაში და ექსტრანეტებში არ იტვირთება
  • შემოსვლის და გასვლის თარიღების შეცვლა (განთავსების დღეების რაოდენობა) ხორციელდება მხოლოდ გაყიდვების არხების ექსტრანეტებში
  • სტუმრის არ შემოსვლის შემთხვევაში „არ გამოცხადებული“-ს სტატუსის მონიშვნა შესაძლებელია სისტემაში. შეკვეთის დათვალიერების რეჟიმში განყოფილებაში DC Booking.com დააჭირეთ ღილაკს „არ გამოცხადებული“ შემოსვლის თარიღიდან 48 საათის განმავლობაში. ეს ქმედება ფიქსირდება ცვლილებების ისტორიაში, შეკვეთის გაუქმების შესახებ მოთხოვნა გაიგზავნება არხზე, რის შემდეგაც Booking.com აგზავნის შეკვეთის გაუქმებას და დაჯავშნა ანულირდება – ექსტრანეტში ფიქსირდება „არ გამოცხადებული“.

Booking.com-თან მუშაობის წესები

  • ბარათის მონაცემები შემოდის სისტემაში განყოფილებაში DC Booking.com მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუმარმა ისინი შეიტანა დაჯავშნის დროს.
  • ექსტანეტიდან შეკვეთების ჩამოტვირთვისას, რომლებიც იყვნენ შექმნილი channel manager-თან ჩართვამდე, შემოდიან სისტემაში არასრული ინფორმაციით, მიითითება მხოლოდ სახელი, გვარი, განთავსების ღირებულიება, დაჯავშნილი კატეგორია და განთავსების თარიღები. დანარჩენი მონაცემები საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიტანოთ ხელით.

    Channel manager-თან დაკავშირებამდე შექმნილი შეკვეთების იმპორტირების შემდეგ, განთავსების ობიექტმა ჩართვის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა შეამოწმოს სისტემაში ყველა შემოსული შეკვეთა, და გარკვეული შეკვეთების ნაკლებობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ტექნიკურ დახმარებას სისტემაში, “დახმარება”-ს განყოფილების მეშვეობით.

    იმ შემთხვევაში თუ არ შემოსული ჯავშნები იყო აღმოჩენილი ჩართვიდან პირველი 24 საათის გასვლის შემდეგ, პასუხისმგებლობა ტექნიკური დახმარების მენეჯერებისგან იხსნება, იმის გამო რომ მათ არ აქვთ განთავსების ობიექტების ექსტრანეტებთან წვდომა და შესაბამისად არ აქვთ შეკვეთების შემოწმების შესაძლებლობა.

ტარიფები

  • Standard rate-ტარიფი გათვალისწინებულია ადამიანების სტუმრების რაოდენობაზე (იმ რაოდენობაზე, რომელიც მითითებულია კატეფორიის აღწერილობაში)
  • განთავსების ღირებულების შეცვლა იმ ადამიანების რიცხვის მიხედვით, რომლებიც ცხოვრობენ, შეიძლება მითითებული იყოს ექსტრანეტში ფორმულის სახით მოცემული პარამეტრებით, რომლებით Channel manager არ მართავს, ფორმულის შეცვლისთვის საჭიროა დაუკავშირდეთ Booking.com-ის ექაუნთ მენეჯერს.
  • Channel manager-ის მეშვეობით ტარიფების მართვა ხორციელდება ექსტრანეტში ტარიფების პარამეტრების მიხედვით.
  • აქციური და ფასდაკლების ტარიფების მართვა ხორციელდება ექსტრანეტის მეშვეობით, კატეგორიების ღირებულება ამ ტარიფებში დამოკიდებულია სტანდარტულ ტარიფზე, ფასდაკლების ოდენობა მიითითება ექსტრანეტში, შეზღუდვები მსგავსი ტარიფებისთვის მიითითება ექსტრანეტში.
  • იმ შემთხვევაში, თუ ეს ტარიფი აღარ გამოიყენება სასტუმროში. გაყიდვების არხებზე გამორთვის 2 ვარიანტი არსებობს.  რეკომენდირებულია წაშალოთ ან გამორთოთ ტარიფი არხის ექსტრანეტში დამოუკიდებლად ან მენეჯერის აქაუნთის მეშვეობით. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საჭიროა შექმნათ ახალი შეზღუდვების წესი შეზღუდვების დაფაზე, და დახუროთ ყველა კატეგორია გაყიდვისთვის, დაუკავშიროთ ტარიფს და დამატებითი გადმოტვირთვა უნდა გააკეთოთ.

 

შეზღუდვები

შეზღუდვები მოქმედებენ ტარიფით ჯავშნის შესაძლებლობაზე:

  • დახურულია – გაყიდვისთვის კატეგორიის ყველა სანომრო ერთეულის დახურვა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია ეს შეზღუდვა
  • დახურულია შემოსვლისთვის – გაყიდვისთვის კატეგროიის დახურვა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია ეს შეზღუდვა (დაჯავშნის დროს, თუ შემოსვლის თარიღი ემთხვევა შემოსვლისთვის დახურულ დღეს, დაჯავშნის არხი სტუმარს ჯავშანზე უარი მოუვა)
  • დახურულია გასასვლელათ -კატეგორიის დახურვა გასვლაზე ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა. (დაჯავშნის დროს, თუ გასვლის თარიღი ემთხვევა გასვლისთვის დახურულ დღეს, დაჯავშნის არხი სტუმარს ჯავშანზე უარი მოუვა)
  • გაჩერების მინიმალური პერიოდი- მიითითება განთავსების დღეების მინიმალური რაოდენობა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა, რომლებიც ემთხვევა დაყენებული შეზღუდვის თარიღს.
  • გაჩერების მაქსიმალური პერიოდი – მიითითება განთავსების დღეების მაქსიმალური რაოდენობა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა, რომლებიც ემთხვევა დაყენებული შეზღუდვის თარიღს.
  • განთავსების დღეების მინიმალური რაოდენობა – არ გამოიყენება

 

არხის ექსტრანეტში ახალი ტარიფების, კატეგორიების, განთავსების ტიპების დამატების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სისტემასთან მიბმა და ატვირთვა. 

პრინციპული ცვლილებების და დამატებითი ატვირთვის შემდეგ აუცილებლად საჭიროა არხების ექსტრანეტებში გაკეთდეს ინფორმაციის შემოწმება.

დამატებითი ატვირთვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

  • არხის პირველი ჩართვა
  • არხის დატვირთულობის პარამეტრების შეცვლა
  • სეზონის ხანგრძლივობის ან მისი მოქმედების პერიოდის შეცვლა
  • არსებულ კატეგორიაში ნომრების დამატება/წაშლა
  • გაყიდვის არხთან ახალი კატეგორიის/ტარიფის/შეზღუდვის მიბმის დროს
  • სამუშაო დაფის ოპტიმიზაციისთვის სინქრონიზაციის გამორთვის შემდეგ და მის შემდგომ ჩართვის დროს

ტექნიკური დახმარების თანამშრომლებს არ აქვთ წვდომა OtelMS-ში რეგისტრირებულ განთავსების ობიექტების ექსტრანეტებთან, და შესაბამისად ექსტრანეტში მონაცემთა აქტუალურობა უნდა შემოწმდეს დამოუკიდებლად.

მსგავსი სტატია