ჯავშნები
- ონლაინ არხებიდან შემოსული ჯავშნების წაშლა ან/და მათი სტატუსის შეცვლა რჩება სისტემაში და ექტრანეტში არ აიტვირთება.
- შემოსვლისა და გასვლის თარიღების შეცვლა (საცხოვრებლის დღეების რაოდენობა) ხდება მხოლოდ გაყიდვების არხებზე ექსტრანეტში.
- სტუმრის არ განთავსების შემთხვევაში, სტატუსი “გამოტოვებული” აღინიშნება ექსტრანეტის ჯავშანში.
- კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული არხებიდან შემოსული ჯავშნის გადატანა სხვა კატეგორიაზე, რადგან სტუმრის ან არხის მიერ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გაყიდვისთვის ხელმისაწვდომი გახდება ორივე კატეგორია, რაც შეიძლება იყოს ოვერბუქინგის მიზეზი.
ტარიფები
ტარიფის მიბმა ხდება თითოეული კატეგორიის თითოეული ტიპის განთავსებისთვის რომელიც არის არხზე.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ტარიფი აღარ გამოიყენება სასტუმროში. გაყიდვების არხებზე გამორთვის 2 ვარიანტი არსებობს. რეკომენდირებულია წაშალოთ ან გამორთოთ ტარიფი არხის ექსტრანეტში დამოუკიდებლად ან მენეჯერის აქაუნთის მეშვეობით. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საჭიროა შექმნათ ახალი შეზღუდვების წესი შეზღუდვების დაფაზე, და დახუროთ ყველა კატეგორია გაყიდვისთვის, დაუკავშიროთ ტარიფს და დამატებითი გადმოტვირთვა უნდა გააკეთოთ.
შეზღუდვები
შეზღუდვები მოქმედებს ტარიფის მიხედვით დაჯავშნის შესაძლებლობაზე და ასევე კატეგორიების დაჯავშნის ხელმისაწვდომობაზე:
- დახურულია – გაყიდვისთვის კატეგორიის ყველა სანომრო ერთეულის დახურვა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია ეს შეზღუდვა
- დახურულია შემოსვლისთვის – გაყიდვისთვის კატეგროიის დახურვა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია ეს შეზღუდვა (დაჯავშნის დროს, თუ შემოსვლის თარიღი ემთხვევა შემოსვლისთვის დახურულ დღეს, დაჯავშნის არხი სტუმარს ჯავშანზე უარი მოუვა)
- დახურულია გასასვლელათ -კატეგორიის დახურვა გასვლაზე ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა. (დაჯავშნის დროს, თუ გასვლის თარიღი ემთხვევა გასვლისთვის დახურულ დღეს, დაჯავშნის არხი სტუმარს ჯავშანზე უარი მოუვა)
- გაჩერების მინიმალური პერიოდი– მიითითება განთავსების დღეების მინიმალური რაოდენობა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა, რომლებიც ემთხვევა დაყენებული შეზღუდვის თარიღს.
- გაჩერების მაქსიმალური პერიოდი – მიითითება განთავსების დღეების მაქსიმალური რაოდენობა ტარიფის მიხედვით, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა, რომლებიც ემთხვევა დაყენებული შეზღუდვის თარიღს.
- განთავსების დღეების მინიმალური რაოდენობა – არ გამოიყენება
არხის ექსტრანეტში ახალი ტარიფების, კატეგორიების, განთავსების ტიპების დამატების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სისტემასთან მიბმა და გადმოტვირთვა.
დამატებითი ატვირთვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
- არხის პირველი ჩართვა
- არხის დატვირთულობის პარამეტრების შეცვლა
- სეზონის ხანგრძლივობის ან მისი მოქმედების პერიოდის შეცვლა
- არსებულ კატეგორიაში ნომრების დამატება/წაშლა
- გაყიდვის არხთან ახალი კატეგორიის/ტარიფის/შეზღუდვის მიბმის დროს
- სამუშაო დაფის ოპტიმიზაციისთვის სინქრონიზაციის გამორთვის შემდეგ და მის შემდგომ ჩართვის დროს
პრინციპული ცვლილებების და დამატებითი ატვირთვის შემდეგ აუცილებლად საჭიროა არხების ექსტრანეტებში გაკეთდეს ინფორმაციის შემოწმება.
ტექნიკური დახმარების თანამშრომლებს არ აქვთ წვდომა OtelMS-ში რეგისტრირებულ განთავსების ობიექტების ექსტრანეტებთან! შესაბამისად ექსტრანეტში მონაცემთა აქტუალურობა უნდა შემოწმდეს დამოუკიდებლად.