ჯავშნები
- ონლაინ არხებიდან შემოსული ჯავშნების წაშლა ან/და მათი სტატუსის შეცვლა რჩება სისტემაში და ექტრანეტში არ აიტვირთება.
- შემოსვლისა და გასვლის თარიღების შეცვლა (საცხოვრებლის დღეების რაოდენობა) ხდება მხოლოდ გაყიდვების არხებზე ექსტრანეტში.
- სტუმრის არ განთავსების შემთხვევაში, სტატუსი “გამოტოვებული” აღინიშნება ექსტრანეტის ჯავშანში.
- კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული არხებიდან შემოსული ჯავშნის გადატანა სხვა კატეგორიაზე, რადგან სტუმრის ან არხის მიერ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გაყიდვისთვის ხელმისაწვდომი გახდება ორივე კატეგორია, რაც შეიძლება იყოს ოვერბუქინგის მიზეზი.
ტარიფები
- ტარიფების მართვა ხორციელდება მხოლოდ Occupancy based pricing (OBP) ფასების მოდელის მიერ. იმ შეთხვევაში თუ სასტუმროში PDP (Per day pricing) მოდელი გამოიყენება, მაშინ უნდა დაუკავშირდეთ Expedia მენეჯერს, რომ შეცვალოს მოდელი.
- ტარიფების მართვა channel manager-დან ხორციელდება ტარიფის დასახელების ბოლოს მარკერით “A”
- დანარჩენი ტარიფები იმპორტირდება სისტემაში, მაგრამ მისი მართვა არ არის შესაძლებელი. ეს ტარიფები დამოკიდებულია ძირითად ფასზე (განსხვავება პროცენტული ან რიცხვით თვალსაზრისით)
- ტარიფიების მიბმა ხორციელდება ცალ-ცალკე ყოველი კატეგორიისთვის, ამავე დროს, ფასების ფორმირება დამოკიდებულია სისტემაში კატეგორიის მახასიათებლიდან, კერძოდ, მინიმალური და მაქსიმალური ადგილები. ტარიფების განსაკუთრებული პირობები ფარავს სტანდარტულ პირობებს, რომლებიც მითითებულია კატეგორიის მახასიათებელში
- იმ შემთხვევაში, თუ ეს ტარიფი აღარ გამოიყენება სასტუმროში. გაყიდვების არხებზე გამორთვის 2 ვარიანტი არსებობს. რეკომენდირებულია წაშალოთ ან გამორთოთ ტარიფი არხის ექსტრანეტში დამოუკიდებლად ან მენეჯერის აქაუნთის მეშვეობით. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საჭიროა შექმნათ ახალი შეზღუდვების წესი შეზღუდვების დაფაზე, და დახუროთ ყველა კატეგორია გაყიდვისთვის, დაუკავშიროთ ტარიფს და დამატებითი გადმოტვირთვა უნდა გააკეთოთ.
შეზღუდვები
- შეზღუდვები გავლენას ახდენენ ტარიფის მიერ დაჯავშნის შესაძლებლობაზე
- დახურული – ხურავს კატეგორიის ყველა სანომრე ერთეულს ტარიფულ გაყიდვისთვის, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა
- დახურულია შემოსვლისთვის – ტარიფის მიერ კატეგორიის დახურვა შემოსვლისთვის, რომელთანაც არის მიბმული შეზღუდვა (დაჯავშნის დროს, თუ ჩამოსვლის თარიღი ემთხვევა შემოსვლისთვის დახურულ დღესთან, სტუმარს ჯავშანზე უარი მოუვა)
- დახურულია გასვლისთვის – არ გამოიყენება
- გაჩერების მინიმალური პერიოდი – მიუთითეთ გაჩერების მინიმალური პერიოდი დათქმული ტარიფის ჯავშნებზე, რომელთანაც არის მიბმული შეზღუდვა, კვეთს თარიღს, რომელზეც არის შეზღუდვა
- გაჩერების მაქსიმალური პერიოდი – მიუთითეთ გაჩერების მაქსიმალური პერიოდი დათქმული ტარიფის ჯავშნებზე, რომელთანაც არის მიბმული შეზღუდვა, კვეთს თარიღს, რომელზეც არის შეზღუდვა
- განთავსების დღეების მინიმალური რაოდენობა – არ გამოიყენება
ახალი ტარიფების, კატეგორიების, განთავსების ტიპის დამატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს მიბმა და გამოტვირთვა ექსტრანეტში.
პრინციპული ცვლილებების და გადმოტვირთვის გაკეთების შემდეგ აუცილებლად საჭიროა
ექსტრანეტში ინფორმაციის გადამოწმება.
დამატებითი გადმოტვირთვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ:
- არხი პირველად დაკავშირებულია
- არხების დატვირთვის პარამეტრებში ცვლილებები იყო შეტანილი
- სეზონის ხანგრძლივობა ან მისი მოქმედების პერიოდი შეიცვალა
- არსებულ კატეგორიაში ნომრები დაემატება/წაიშალა
- მოხდა ახალი კატეგორიის/ტარიფის/შეზღუდვის მიბმა გაყიდვების არხთან
- შეკვეთების დაფის ოპტიმიზაციისთვის სინქრონიზაციის გამორთვის შემდეგ და შემდგომში მის ჩართვის შემთხვევაში
ტექნიკური მომსახურების თანამშრომლებს არა აქვთ წვდომა ობიექტის ექსტრანეტთან, OtelMS-ში რეგისტრირებულებს, შესაბამის ექსტრანეტში მონაცემების შესაბამისობა უნდა შეამოწმოთ დამოუკიდებლად.