ჯავშნები
- ონლაინ არხებიდან შემოსული ჯავშნების წაშლა ან/და მათი სტატუსის შეცვლა რჩება სისტემაში და ექტრანეტში არ აიტვირთება.
- შემოსვლისა და გასვლის თარიღების შეცვლა (საცხოვრებლის დღეების რაოდენობა) ხდება მხოლოდ გაყიდვების არხებზე ექსტრანეტში.
- სტუმრის არ განთავსების შემთხვევაში, სტატუსი “გამოტოვებული” აღინიშნება ექსტრანეტის ჯავშანში.
- კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული არხებიდან შემოსული ჯავშნის გადატანა სხვა კატეგორიაზე, რადგან სტუმრის ან არხის მიერ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გაყიდვისთვის ხელმისაწვდომი გახდება ორივე კატეგორია, რაც შეიძლება იყოს ოვერბუქინგის მიზეზი.
ტარიფები
- სინქრონიზაციისთვის შემოთავაზებული საერთო ტარიფი ყველა კატეგორიისთვის.
- ფასების ფორმირება დამოკიდებულია სისტემაში კატეგორიის მახასიათებლებისგან, კერძოდ მინიმალური და მაქსიმალური ადგილების რაოდენობა.
- ტარიფების განსაკუთრებული პირობები ფარავენ სტანდარტულს, რომელიც არის მითითებული კატეგორიის მახასიათებელში.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ტარიფი აღარ გამოიყენება სასტუმროში. გაყიდვების არხებზე გამორთვის 2 ვარიანტი არსებობს. რეკომენდირებულია წაშალოთ ან გამორთოთ ტარიფი არხის ექსტრანეტში დამოუკიდებლად ან მენეჯერის აქაუნთის მეშვეობით. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საჭიროა შექმნათ ახალი შეზღუდვების წესი შეზღუდვების დაფაზე, და დახუროთ ყველა კატეგორია გაყიდვისთვის, დაუკავშიროთ ტარიფს და დამატებითი გადმოტვირთვა უნდა გააკეთოთ.
შეზღუდვები
- შეზღუდვები გავლენას ახდენენ ტარიფის მიერ დაჯავშნის შესაძლებლობაზე
- დახურული – ხურავს კატეგორიის ყველა სანომრო ერთეულს ტარიფულ გაყიდვისთვის, რომელთანაც მიბმულია შეზღუდვა
- დახურულია შემოსვლისთვის – არ გამოიყენება
- დახურულია გასვლისთვის – არ გამოიყენება
- გაჩერების მინიმალური პერიოდი – არ გამოიყენება
- გაჩერების მაქსიმალური პერიოდი – არ გამოიყენება
- განთავსების დღეების მინიმალური რაოდენობა – არ გამოიყენება
მნიშვნელოვანია!!!!! გაჩერების მინიმალური პერიოდის შეზღუდვა არ მოქმედევს არხზე. ცვლილება უნდა გააკეთოთ ექსტრანეტში. |
ახალი ტარიფების, კატეგორიების, განთავსების ტიპის დამატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს მიბმა და გამოტვირთვა ექსტრანეტში.
პრინციპული ცვლილებების და გადმოტვირთვის გაკეთების შემდეგ აუცილებლად საჭიროა
ექსტრანეტში ინფორმაციის გადამოწმება.
დამატებითი გადმოტვირთვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ:
- არხი პირველად დაკავშირებულია
- არხების დატვირთვის პარამეტრებში ცვლილებები იყო შეტანილი
- სეზონის ხანგრძლივობა ან მისი მოქმედების პერიოდი შეიცვალა
- არსებულ კატეგორიაში ნომრები დაემატება/წაიშალა
- მოხდა ახალი კატეგორიის/ტარიფის/შეზღუდვის მიბმა გაყიდვების არხთან
- შეკვეთების დაფის ოპტიმიზაციისთვის სინქრონიზაციის გამორთვის შემდეგ და შემდგომში მის ჩართვის შემთხვევაში
ტექნიკური მომსახურების თანამშრომლებს არა აქვთ წვდომა ობიექტის ექსტრანეტთან, OtelMS-ში რეგისტრირებულებს, შესაბამის ექსტრანეტში მონაცემების შესაბამისობა უნდა შეამოწმოთ დამოუკიდებლად.