სასტუმროს გაყიდვები

როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები სასტუმროში?

სასტუმროს ბიზნესის ნებისმიერი მფლობელი პირველ რიგში დაინტერესებულია, თუ როგორ უნდა მოიზიდოს მომხმარებელი სასტუმროში. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან სტუმრების რაოდენობა განსაზღვრავს ოთახების დატვირთვას, რაც მთავარ შემოსავალს ნიშნავს.

შინაარსის ცხრილი:

  1. როგორ გავზარდოთ მომხმარებლების რაოდენობა სასტუმროში? არ დავკარგოთ ისინი!
  2. როგორ მოვიზიდოთ ახალი მომხმარებლები სასტუმროში? 9 საუკეთესო მეთოდი
    1. სასტუმროს ოფიციალური ვებ – გვერდი ოთახის დაჯავშნის შესაძლებლობით
    2. სხვადასხვა დაჯავშნის არხების გამოყენება
    3. სოციალური ქსელები და დაჯავშნის მოდული
    4. მიმოხილვის საიტები
    5. სპეციალური შეთავაზებები
    6. PR ღონისძებები
    7. ადგილობრივი რეკლამა
    8. მოგზაურობის სახელმძღვანელო და საცნობარო წიგნები
    9. ტურისტულ კომპანიებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა
  3. სხვადასხვა განთავსების ობიექტის მახასიათებლები
    1. როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები მინი სასტუმროში?
    2. როგორ მოვიზიდოთ სტუმრები ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროებში?
    3. როგორ მოვიზიდოთ კორპორატიული კლიენტები სასტუმროში?
  4. გაითვალისწინეთ განსხვავებები

როგორ გავზარდოთ მომხმარებლების რაოდენობა სასტუმროში? არ დავკარგოთ ისინი!

თითოეული თქვენი სტუმარი არ არის მხოლოდ ერთჯერადი შემოსავალი ოთახის გაყიდვიდან, თუნდაც დამატებითი მომსახურებით. რამდენად კმაყოფილია თქვენი მომხმარებელი, პირდაპირ იმოქმედებს სასტუმროს პოპულარობაზე და, შედეგად, გაზრდის თქვენს მომხმარებელთა რაოდენობას. ოთახის იდეალური სისუფთავე, სიჩუმე და კომფორტი, კომფორტული ავეჯი და მომუშავე მოწყობილობები, თანამშრომლების კეთილგანწყობა და თავაზიანობა, დაჯავშნის მოხერხებულობა და სიმარტივე, და სასტუმროს შესაძლებლობაც კი, რომ დააკმაყოფილოს სტუმრის განსაკუთრებული სურვილები – ეს ყველაფერი თქვენს სტუმრებს ერთგულ მომხმარებლად აქცევს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

პირველ რიგში, თქვენი სტუმრები სიამოვნებით ეწვევიან თქვენს სასტუმროს ისევ და ისევ, მით უმეტეს რეკლამის ხარჯების გარეშეც შემოსავალს იღებთ. ზოგჯერ ისე გამოდის, რომ აღარ არის საჭირო იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოიზიდო მეტი მომხმარებელი სასტუმროში!

და მეორეც, მუშაობს მიმოხილვა: თქვენი კმაყოფილი სტუმრები აცნობებენ ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს და ასევე გამოაქვეყნებენ თავიანთ შეფასებებს სოციალურ ქსელებში ან ფორუმებზე. რაც თავის მხრივ იზიდავს ახალ დაინტერესებულ ვიზიტორებს.

დეტალები, თუ როგორ გაუმჯობესდეს მომსახურება სასტუმროში, მოგვიანებით განვიხილავთ ცალკეულ სტატიაში, დაელოდეთ ანონსებს.

როგორ მოვიზიდოთ ახალი მომხმარებლები სასტუმროში? 9 საუკეთესო მეთოდი

მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთგული მომხმარებლები არ არის საკმარისი. ვინმე ცვლის ცხოვრების წესს, გადადის სხვაგან, ან სხვა მიზეზების გამო იკარგება, მაგრამ ამ ლოიალობის მოპოვებაც საჭიროა ახალი განთავსების ობიექტისთვის. ასე რომ, ახალი მომხმარებლების სასტუმროში მოზიდვის ამოცანა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, რათა შეინარჩუნოს ოთახების შევსების საჭირო დონე.

ქვემოთ დეტალურად  მოცემულია სასტუმროში პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად ყველაზე ეფექტური გზები.

სასტუმროს ოფიციალური ვებ – გვერდი ოთახის დაჯავშნის შესაძლებლობით

დღევანდელ დღეს ვებ საიტი არის საუკეთესო მეთოდი , თუ როგორ უნდა მოვიწვიოთ ხალხი სასტუმროში უფრო ეფექტურად. ეს არის აუცილებელი კომპონენტი ნებისმიერი სასტუმროს ბიზნესისთვის. თუ თქვენს პოტენციურ კლიენტს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია აირჩიოს და დაჯავშნოს ნომერი , ან შეუკვეთოს ნებისმიერი სხვა მომსახურება ეს ამატებს დიდ კომფორტს და გამარტივებას , და ეს მომხმარებლებს ზიდავს.

არსებობს ბევრი სხვა მრავალი დაჯავშნის ონლაინ-სერვისი, როგორებიც არიან Booking.com, Trivago, Agoda, Airbnb და სხვა, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია თქვენი სასტუმროს არსებული ოთახების შესახებ და ისინი გააკეთებენ დაჯავშნის ყველა სამუშაოს თქვენს მაგივრად. დიახ, ეს ასევე უნდა გაკეთდეს – მაგრამ ამაზე უფრო მოგვიანებით. ამის მიუხედავად, საკუთარი სასტუმროს ვებსაიტი აუცილებელია მრავალი მიზეზის გამო:

  • ოფიციალური ვებ-გვერდის არსებობა სასტუმროს ნდობას მატებს;
  • ბევრი სტუმარს სხვადასხვა გაყიდვების არხებზე სასტუმროს მოძიების შემდგომ მაინც ურჩევნიათ პირდაპირი დაჯავშნა, შუამავლების გარეშე;
  • კარგი რეკლამის გაკეთების შედეგად თქვენ მიიღებთ პირდაპირი ვიზიტორებს, რაც ამცირებს კონკურენციას და ახალი მომხმარებლების კარგ პროცენტს მატებს;
  • არ მოგიწევთ შუამავლობისთვის არანაირი საკომისიოს გადახდა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც დაჯავშნეს ოთახი თქვენს საკუთარ ვებ-გვერდზე;
  • თქვენ შეგიძლიან განათავსოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და განახორციელოთ მომხმარებლების მაქსიმალური გაზრდისთვის  ნებისმიერი მეთოდი, – ონლაინ დაჯავშნის სერვისების შეზღუდვისაგან განსხვავებით;
  • თქვენ შეგიძლიან განათავსოთ ნებისმიერი ფასდაკლებები , აქციური შეთავაზებები , ბონუსური პროგრამები,  ცხელი შეთავაზებები – რაც სხვა პლატფორმებზე ყოველთვის არ არის შესაძლებელი;
  • თქვენ საიტზე შეგიძლიან მიუთითოთ უფრო მეტი საკონტაქტო საშუალება (ტელ, e-mail, skype, ონლაინ ჩატი, სოციალური ქსელები და სხვა) რაც მომხმარებელთან კონტაქტის მოძიებას ამარტივებს, და ასევე სიტუაციის შესაბამისად შესთავაზოთ ინდივიდუალური ვარიანტები;
  • ანალიზისთვის საუკეთესო წყარო პირველადი მონაცემები: დასწრების ზრდა ან შემცირება, სეზონურობა, ოთახების ტიპები ან მომსახურებების ყველაზე მეტი მოთხოვნა და ა.შ.

დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნათ სასტუმროს ვებსაიტი დაჯავშნის მოდულით, მოგვიანებით განიხილება ცალკეულ სტატიაში, დაელოდეთ ანონსებს.

სხვადასხვა დაჯავშნის არხების გამოყენება

ონლაინ დაჯავშნის სერვისების შემოსვლამ მოგზაურობა გააადვილა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ და დაჯავშნოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არჩეული სასტუმროს კონკრეტული ნომერი, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან! ასეთი აგრეგატორები ძალიან პოპულარული გახდა და ადამიანების უმეტესობას სხვადასხვა განთავსების ობიექტის შორის, ურჩევნია წინასწარ შეარჩიოს საუკეთესო ვარიანტი. და შედეგად, თუ მეპატრონე ზრუნავს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიზიდოს მომხმარებლები სასტუმროში, მაშინ არ უნდა დაივიწყოს დაჯავშნის არხები. ის ფაქტიც კი, რომ ასეთი შუამავლები ითხოვენ საკომისიოს, მათი მომსახურებით ჯავშნის გაკეთებისას, არ ამცირებს სარგებლობის ხარისხს. ყოველივე ამის შემდეგ, ისინი ახორციელებენ მძლავრ სარეკლამო კამპანიებს, ირიბად ავითარებენ თქვენს სასტუმროსაც.

დღეს ყველაზე გავრცელებული აგრეგატორები: Booking.com, Trivago, Agoda, Airbnb, TripAdvisor, Ostrovok, Expedia, HRS და ასობით მათგანი. ზოგი საერთაშორისოა, ზოგიც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ქვეყნის აუდიტორიაზე არის ორიენტირებული. ამასთან, სასტუმროს საუკეთესო გაშუქებისა და დასაქმებისთვის უმჯობესია განთავსდეს ყველა ხელმისაწვდომ არხებზე, და არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოპულარულებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერ შეკვეთების რაოდენობა ღირსეულად იზრდება.

წაიკითხეთ უფრო მეტი ამის შესახებ მუშაობა დაჯავშნის არხებთან განყოფილებაში.

დიახ, ათეულობით და ასობით სხვადასხვა ექაუნთის მართვას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება: რადგან თითოეულ მათგანზე მოეთხოვება თავისუფალი ნომრების მუდმივი თვალყური დევნა, უკვე დაჯავშნილი ნომრების დახურვა, და კიდე ფასების შეცვლაც! მაგრამ ამას მარტივად მართავს Channel Manager სასტუმროებისთვის სპეციალური სერვისი, რომელიც ამ ყველაფერს ავტომატურად აახლებს, თუნდაც თანამშრომლების მონაწილეობის გარეშეც. პარამეტრების დაყენება დაგჭირდებათ მხოლოდ ერთხელ, სინქრონიზაციის დროს.

გაიგეთ უფრო მეტი OtelMS Channel manager-ის შესახებ

სოციალური ქსელები და დაჯავშნის მოდული

არ შეიძლება გამოვტოვოთ ახალი პოტენციური მომხმარებლების კიდევ ერთი უზარმაზარი წყარო – სოციალური ქსელები. ზუსტად ეგრე უამრავი ადამიანი ერთმანეთს ეკონტაქტება, ავრცელებს ინფორმაციას, გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს, გვეკითხება და გვირჩევს. Facebook, Instagram, Twitter, VK, ზოგჯერ უფრო პოპულარული ამა თუ იმ ქვეყანაში, ან ნაკლებად, მაგრამ მაინც შეძლებს მომხმარებლების მოზიდვას სასტუმროში.

იმისთვის, რომ თქვენი გვერდი იყოს ცოცხალი და პოპულარული, რეგულარულად უნდა გამოაქვეყნოთ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ არა მხოლოდ თქვენს სასტუმროს შესახებ, არამედ იმ ადგილის შესახებ, სადაც ის მდებარეობს: ღირსშესანიშნაობები, ისტორიული ადგილები, კლიმატი და სხვა. ნათელი ფოტოები ყოველთვის იზიდავს, გამოიყენეთ ისინი! თქვენი აუდიტორიის “დამეგობრების” შემდეგ, თქვენ მიიღებთ ნდობის მნიშვნელოვან რესურსს და ეს საშუალებას მოგცემთ თქვენი ბევრ ვიზიტორს ნამდვილი სტუმრები გახდნენ. მოწონებები და გაზიარებები არ იქნება ზედმეტი.

OtelMS სასტუმროების დაჯავშნის მოდულის გამოყენებით, თქვენ უშუალოდ სოციალური ქსელებიდან ახალი სტუმრები მიიღება შეგიძლიათ

სოციალურ ქსელებში სასტუმროს პოპულარიზაცია დეტალურად განიხილება მოგვიანებით, ცალკეულ სტატიაში, დაელოდეთ ანონსი.

მიმოხილვის საიტები

განსაკუთრებული უნდობლობით სავსე მომხმარებლები აუცილებლად ნახავენ ყველა შესაძლო მიმოხილვას, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი არჩევანი სწორია. უფრო მეტიც, მიმოხილვის საიტებზე შესაძლებელია ნახონ ინფორმაცია კარგი სასტუმროს შესახებ, და აირჩიონ ზუსტად იგი. ამიტომ, ასეთ სერვისებზე რეპუტაციის გაზრდა – ასევე მნიშვნელოვანი პუნქტია ჩვენს ამოცანაში, როგორ მოვიზიდოთ სტუმრები სასტუმროში.

უპასუხეთ ყველა კომენტარს რაც შეიძლება მალე, მაგრამ ყოველთვის თავაზიანად და შაბლონური პასუხის გამოყენების გარეშე. მადლობა გადაუხადეთ დადებითი კომენტარისთვის. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია უარყოფით კომენტარზე სწორად რეაგირება. ნეგატიური კომენტარების სრული არარსებობის მიღწევა ძნელია, მაგრამ ის, როგორ გამოეხმაურებით უარყოფით კომენტარებს, ასევე ბევრ რამეს ამბობს თქვენს შესახებ და გავლენას ახდენს არჩევანზე.

სპეციალური შეთავაზებები

პერიოდული აქციები, ფასდაკლებები და სხვა დროებითი შეთავაზებები შესანიშნავად პოპულარობას ახდენს ნებისმიერ პროდუქტსა ან მომსახურებაზე. ეს არის შესანიშნავი ვარიანტი, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ მომხმარებლები სასტუმროში დაბალ სეზონზეც კი! არსებობს ბევრი საიტები, რომლებიც აგროვებს ინფორმაციას ასეთი ფასდაკლებების ან სპეციალური შეთავაზებების შესახებ, და მანდ განთავსებული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ შეაგროვოთ ბევრი შეკვეთები. და ყველაფერი იმიტომ, რომ ხალხს ნამდვილად მოსწონს საჩუქრები და ფასდაკლებები!

უფრო მეტიც, გონივრული ორგანიზაციის შემთხვევაში, თქვენ  შეგიძლიათ საკუთარი სტუმრების მოზიდვაც კი, თქვენი სასტუმროს პოპულარიზაციისთვის, მათ სხვადასხვა ბონუსით უზრუნველყოფით.

PR ღონისძებები

სასტუმრო – ეს არ არის მხოლოდ “ძილი და საუზმე”, არამედ შიდა სერვისების მთელი სისტემაა. ასე რომ, თქვენი ადგილმდებარეობის სპეციფიკიდან და განსაკუთრებით დაბალი სეზონიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გამართოთ სხვადასხვა პიარ ღონისძიებები, რითაც თქვენი სასტუმროს პოპულარიზაცია მოხდეს ამ ღონისძიების ზოგადი სარეკლამო კამპანიის ხარჯზე. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სემინარები, კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, თემატური ღამეები, კონცერტები, შოუები ან ნებისმიერი დღესასწაულები ახალი წლიდან ჰელოუინამდე, ასევე ჯგუფურ მარათონებში მონაწილეობა, ტურებში ან მოგზაურობებში მონაწილეობა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს შეისვენონ და ისაუბრონ გზაში.

ადგილობრივი რეკლამა

ჩვენ ყველანი ისე მივეჩვიეთ ინტერნეტის არსებობას და ყველა პრობლემის გადაჭრას ონლაინ მეთოდით, რომ ხშირად ადგილობრივ ვარიანტებს არ ვიმჩნევთ. სასტუმრო კი უპირველეს ყოვლისა არის ადგილობრივი ბიზნესი. უცნობ ქალაქში დაბნეული ტურისტი მადლობელი იქნება იმ ნიშნებისთვის და მიმართულებებისთვის, რომლებიც მას სასტუმროს მიღწევაში დაეხმარება და მშვიდად დაისვენებს. დიახ, ეს ძირითადად იქნება შემთხვევითი მომხმარებლები, რომლებიც თავდაპირველად არ აპირებდნენ აქ დარჩენას, მაგრამ რა განსხვავებაა? შესამჩნევი ბიგ-ბორდი და სხვა ტიპის რეკლამები მთავარ სატრანსპორტო პუნქტებში (სარკინიგზო სადგურებზე, ავტოსადგურებზე, აეროპორტებში, ქალაქის შესასვლელში მთავარი გზაჯვარედინის წერტილებზე), და ასევე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებთან, რაც ხელს შეუწყობს დაკარგული ტურისტების შეგროვებას თქვენს სასტუმროში. და თუ კი გზის ნიშანზეც მოხვდებით, – ჩათვალეთ, რომ ეს უკვე გარანტირებული წარმატებაა.

მოგზაურობის სახელმძღვანელო და საცნობარო წიგნები

თემატურ ან მოგზაურობის სახელმძღვანელოში, ტურისტულ კატალოგში ერთ მცირე ხაზს შეუძლია თქვენთვის შექმნას ახალი მომხმარებლების მუდმივი ნაკადს. ზოგადი კატალოგიდან განსხვავებით, ასეთი სპეციალიზირებული პუბლიკაციები დამოუკიდებელი ტურისტებისა და მოგზაურების ყურადღებას იპყრობს.

ტურისტულ კომპანიებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა

საკმარისად დიდ ტურისტულ სააგენტოს შეუძლია უზრუნველყოს სასტუმროს დატვირთვა მთელი სეზონის დროს, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა!

ასევე, თქვენი სასტუმროს ტიპიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მოაწყოთ პარტნიორობა უახლოეს რესტორანთან, საუნასთან, სხვადასხვა გასართობ ადგილებთან და კიდევ მანქანის გაქირავების ოფისებთან.

სხვადასხვა განთავსების ობიექტის მახასიათებლები

როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები მინი სასტუმროში?

დიდ სასტუმრო კომპლექსებთან შედარებით მინი სასტუმროებს უჭირთ კონკურენციის გაწევა ოთახების შემოთავაზებული რაოდენობის მცირე მოცულობის და დამატებითი სერვისების უფრო ვიწრო შერჩევის გამო. თუმცა, სწორი მარკეტინგის მეშვეობით, ახალი მომხმარებლების მოზიდვა მინი სასტუმროში არ იქნება პრობლემა. პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეთ ადგილობრივ სარეკლამო და სააქციო შეთავაზებებზე, მოზიდეთ ფასით და მომსახურების სიჩქარით. და, რა თქმა უნდა, მთავარი არხები – თქვენი საიტი და აგრეგატორები – უნდა იყოს.

როგორ მოვიზიდოთ სტუმრები ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროებში?

ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროების მთავარი სამიზნე აუდიტორია არის დამსვენებლები. ამიტომ სასტუმროს უნდა ჰქონდეს დასვენებასთან დაკავშირებულ ყველა თემასთან აქტიური პოზიციონირება. ამ შემთხვევაში ძალიან კარგად შეუძლიათ მუშაობა არა მხოლოდ უნივერსალურ სოციალურ ქსელებს, არამედ მშობლების ფორუმსაც კი, ტურიზმის ბლოგებსა და სხვა დამატებით არხებს, რომლებსაც იშვიათად იყენებენ ჩვეულებრივი სასტუმროები.

როგორ მოვიზიდოთ კორპორატიული კლიენტები სასტუმროში?

ჯგუფური დაჯავშნა ძალიან მოსახერხებელია და სასარგებლოა ნებისმიერი სასტუმროსთვის, ამიტომ ბიზნეს მომხმარებლების მოზიდვა ყოველთვის აქტუალურია. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მივლინებები, ან ვინმე გადაწყვეტს კორპორატიული ღონისძიების ჩატარებას – ნებისმიერ შემთხვევაში, b2b სფეროს სპეციალური მომსახურება ყოველთვის მისასალმებელია.

დეტალურად ამის შესახებ იხილეთ სტატიაში სასტუმროში სტუმრების მომსახურება

იმისათვის, რომ ბიზნესმა თქვენს სასტუმროს მოანიჭოს უპირატესობა, თქვენ უნდა მიიღოთ გარკვეული რეპუტაცია საქმიანი წრეების წარმომადგენლობაში. სხვადასხვა პიარ ღონისძიებები რაც შეიძლება მეტი წვლილი შეაქვს ამაში.

გაითვალისწინეთ განსხვავებები

სასტუმროებში ჩერდება სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფები, სხვადასხვა მიზნებით, ინტერესებით და პრივილეგიებით. მაგრამ არ ეცადოთ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიზიდოთ სასტუმროში  ყველა ასაკისა და სტატუსის მომხმარებლები ერთი უნივერსალური სარეკლამო კამპანიის საშუალებით. იფიქრეთ იმაზე, თუ რა კატეგორიებზე შეიძლება დაყოს თქვენი სამიზნე აუდიტორია და შექმნათ უფრო ვიწრო, მიზნობრივი, სპეციალიზებული რეკლამა თითოეული კატეგორიისთვის. შეადგინეთ უნიკალური შეთავაზება თითოეული ჯგუფისთვის: ოჯახებისთვის ან მარტოხელებისთვის, ბავშვების გარეშე, ტურისტებთან ან ბიზნესმენებთან ერთად, დამსვენებლებისთვის ან უბრალოდ ახლოს გამვლელისთვის, ვინც დარჩება ერთი ღამით. თქვენი ძალისხმევის უფრო სწორი მითითებით, თქვენ გაზრდით თქვენი მოქმედებების ეფექტურობას და, შედეგად, თქვენს სასტუმროში კიდევ უამრავ სტუმრებს მიიზიდავთ.

მსგავსი სტატია