შემუშავებულია სისტემის მობილური ვერსია. სისტემაში შესასვლელად საჭიროა ინტერნეტი და ბრაუზერი (Google, Yandex, Mozilla Firefox და ა.შ.). როგორც ცნობილია, თითოეულ აქაუნტს გააჩნია უნიკალური ბმული. საკუთარ აქაუნტში შესასვლელად, სტანდარტულ ბმულს უნდა დაემატოს mobile– მაგალითად, თუ სისტემაში შესვლის სტანდარტული ბმულია https://miniotel.otelms.com/, მობილური ვერსია იქნება https://mobile-miniotel.otelms.com/. საწყის გვერდზე შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელსაც იყენებთ სხვა მოწყობილობებზე შესასვლელად.
ავტორიზაციის შემდეგ, გაიხსნება საწყისი გვერდი (განყოფილება “მდგომარეობა” ). განვიხილოთ დეტალურად თითოეული პუნქტი ამ განყოფილებაში:
ზედა მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებულია 2 ღილაკი:
დამატებით მენიუში შესვლა.
- ნომრის შერჩევა – გამოიყენება ახალი შეკვეთის შესაქმნელად. მენიუში გადასვლისას, საჭიროა აირჩიოთ შესახლების და გამოსახლების თარიღები და დააჭიროთ ღილაკს “ძებნა”. სისტემა შექმნის კატეგორიების ჩამონათვალს, რომელშიც ხელმისაწვდომია თავისუფალი ნომრები. ნაჩვენები იქნება განსახლების ღირებულება მთელი პერიოდის განმავლობაში, კატეგორიის გვერდით, ფრჩხილებში მითითებულია რამდენი თავისუფალი ნომერია დარჩენილი კატეგორიაში, რამდენ ადამიანზეა გათვლილი კატეგორია, ასევე კვების ტიპი სტანდარტული ტარიფით
მნიშვნელოვანია!ამ მენიუში კონკრეტული ნომრის შერჩევა არ არის შესაძლებელი. შეკვეთა შეიქმნება კატეგორიაში პირველი ხელმისაწვდომი ნომრისთვის. |
- მდგომარეობა – აბრუნებს საწყის გვერდზე.
- შეკვეთები – ხორციელდება შეკვეთების ჩამონათვალში გადასვლით, შეკვეთების რედაქტირების ფუნქციით. არსებობს ფილტრები, რომლითაც შეგიძლიათ შექმნათ არჩევანი, დასასრულს მითითებულია არჩეულ შეკვეთებზე გადასახდელი საერთო თანხა.
- პარამეტრები – საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ინტერფეისის ენა და აირჩიოთ ინტერფეისის ჩვენების თემა.
- გასვლა – გადასვლა საწყის გვერდზე
შეკვეთების ძიება სახელის, გვარის, სტუმრის ტელეფონის ნომრით, email, სისტემაში შეკვეთის ნომრით, არხზე შეკვეთის ნომრით.
ქვემოთ ნაგულისხმევად იხსნება მიმდინარე თარიღი:
-1 და +1 ღილაკების გამოყენებით, შეგიძლიათ გადახვიდეთ მომდევნო და წინა თარიღზე.
დააჭირეთ თარიღი გაიხსნება კალენდარი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჯავშნები ნებისმიერი თარიღისთვის.
ინტერაქტიული მენიუ ჯავშების რაოდენობით შერჩეულ თარიღზე, მდგომარეობით:
- შესახლება — შეკვეთების რაოდენობა, ამ დღეს დაგეგმილი შესახლებით.
- გამოსახლება— შეკვეთების რაოდენობა, მიმდინარე დღეს გამგზავრების თარიღით. მენიუს დაწკაპვით, შეგიძლიათ შეკვეთებთან სამუშაოდ გადასვლა
- განთავსებული— შეკვეთების რაოდენობა, რომელთა პარამეტრების თანახმად სტუმრები განთავსებული არიან ან უნდა განთავსდენენ მოცემულ თარიღში. მენიუს დაწკაპვით, შეგიძლიათ გადასვლა შეკვეთებთან სამუშაოდ
- თავისუფალი ნომრები— ხელმისაწვდომი ნომრების რაოდენობა. მენიუს დაწკაპვით იხსნება ხელმისაწვდომი ნომრების სია ცალკეულ კატეგორიაში, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ დაჯავშნის შექმნაზე.
მოკლე ინფორმაცია შესახლების ჯავშანზე ნაჩვენებია ქვემოთ. სახელისა და გვარის ან ისარზე დაწკაპვით ხორციელდება შეკვეთასთან მუშაობის რეჟიმზე გადასვლა
მობილურ ვერსიას ისევე როგორც სტანდარტულს, გააჩნია შეკვეთასთან მუშაობის ყველა ინსტრუმენტი (ინფორმაციის რედაქტირება, გადახდების მიღება, პროცედურები / შესახლება– გამოსახლება, შეკვეთის გაუქმება, სერვისების, სტუმრების დამატება).
გარდა ამისა, შეგიძლიათ დაურეკოთ სტუმარს, თუ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მითითებულია მის ფოლიოში ან მისწეროთ email-ზე.
მნიშვნელოვანია!მობილურ ვერსიაში არ არის გათვალისწინებული ტარიფების დადგენა, პრიორიტეტული ფასების შეცვლა, შეზღუდვები. ყველა ზემოაღნიშნული მოქმედება ხორციელდება სისტემის სტანდარტულ ვერსიაში. |