სისტემაში მუშაობის დაწყებისთვის, არსებობს სამი მარტივი ეტაპი:
- რეგისტრაცია
- ფოსტის დადასტურება
- პარამენტრეის დაყენება სისტემაში მომხმარებლისთვის აუცილებელი ობიექტისთვის
რეგისტრაცია იწყება კომპანიის ვებსაიტზე ვიზიტით: www.otelms.com
საიტზე საჭიროა დააჭიროთ ღილაკს “სცადე უფასოდ” ან “მიიღე წვდომა” და გახსნილ გვერდზე შეავსოთ ყველა შემოთავაზებული ველი.
განვიხილოთ შემოთავაზებული ველები უფრო დეტალურად:
- სახელი – მიუთითეთ თქვენი სახელი
- გვარი – მიუთითეთ თქვენი გვარი
- ელექტრონული ფოსტა – შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი ამ ველში. ფრთხილად შეამოწმეთ მითითებული მისამართი, რადგან ამ მისამართზე იქნება მიიღებთ რეგისტრაციის დამადასტურებელი წერილი.
- პაროლი – მიუთითეთ თქვენი პაროლი
დაადასტურეთ პაროლი – ხელმეორედ შეიყვანეთ თქვენი პაროლი. პაროლები აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეც. გაითვალისწინეთ, რომ მომავალში დაგჭირდებათ ეს პაროლი თქვენი სისტემის შესვლისათვის. ამიტომ რეკომედირებულია დაიმახსოვროთ ან ჩაწეროთ ის.
მნიშვნელოვანია! პაროლში არ უნდა იყოს გამოტოვება. ასევე დასაწყისში და ბოლოში უმჯობესია გადაამოწმოთ. |
ჩვენი კომპანიისგან რეგისტრაციის დადასტურების წერილი შეიძლება მოხდეს “SPAM”-ში. თუ კი დადასტურება დიდი ხნის განმავლობაში არ მოდის, აუცილებლად შეამოწმეთ “SPAM”-ი.
- ტელეფონის ნომერი – ამ ველში შეიყვანეთ თქვენი აქტუალური ტელეფონის ნომერი საერთაშორისო ფორმატში. ამ ნომერზე რეგისტრაციისთანავე თქვენი პერსონალური მენეჯერი დაგიკავშირდებათ.
- ორგანიზაცია / სასტუმრო – შეიყვანეთ თქვენი განთავსების ობიექტის დასახელება, იქნება ეს სასტუმრო, ჰოსტელი ან აპარტამენტები. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი იურიდიული პირის სახელი.
- სასტუმროს დასახელება (ინგლისურად) – ამ ველში შეიყვანეთ თქვენი ობიექტის დასახელება ინგლისური ასოებით. ამ ველში შეყვანილი მონაცემებიდან შეიქმნება უნიკალური ბმული, სისტემაში შესვლისთვის. მაგალითად თუ სასტუმროს დასახელება “სასტუმრო ზღვასთან” – ამ ველში უნდა დაწეროთ: “sastumrozgvastan” ან “hotelbythesea”. თქვენი ინდივიდუალური ბმული იქნება ასეთი hotelbythesea.otelms.com (ზუსტად ეს არის ის ბმული, რომელიც უნდა შეიტანოთ ბრაუზერის მისამართის ზოლში ავტორიზაციისთვის).
- ენა – ამ ჩამოსაშლელ მენიუში შეარჩიეთ სასურველი ენა. სისტემის ინტერფეისი იქნება არჩეულ ენაზე.
- პრომო კოდი – აამ ველში უნდა მიუთითოთ პრომო კოდი (იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ აღნიშნული კოდი)
ყველა ველი შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნა”.