სანომრო ფონდი

ნომრების კატეგორიები

ნაჩვენებია კატეგორიების სია, რომელიც შეიქმნა საწყისი პარამეტრების დაყენების ეტაპზე

 

ნომრების კატეგორიები

 

სვეტში მითითებულია:

  • # კატეგორიის ჩვენების რიგითი ნომერი
  • უნიკალური ID: სისტემაში კატეგორიის ID, რომელიც ავტომატურად არის განსაზღვრული კატეგორიების შექმნისას
  • მთლიანი დასახელება: კატეგორიის დასახელება. იქნება გამოსახული შეკვეთების დაფაზე, დაჯავშნის მოდულზე, ბეჭდურ ფორმებზე
  • მოკლე დასახელება: სისტემის გარკვეული განყოფილების კატეგორიის მოკლე დასახელება
  • სორტირება: შეკვეთების დაფაზე ნაჩვენები კატეგორიების განლაგება (თუ დახარისხებაში 0 აღნიშნულია, კატეგორია იქნება ნაჩვენები ID-ს მიხედვით აღმავალი განლაგების მიხედვით)
  • ონლაინ დაჯავშნა: კატეგორიის გააქტიურება დაჯავშნის მოდულზე გამოსახატავად
  • აქტიური: კატეგორიის გააქტიურება შეკვეთების დაფაზე გამოსახატავად
  • ქმედება: კატეგორიის რედაქტირებაზე გადასვლა ცვლილებების შეტანის ან/და დამატებითი ინფორმაციის შეტანისთვის
  • ყველა აქტიურის ჩვენება: არის შესაძლებლობა დამალოთ სიაში არააქტიური კატეგორიები, ამისთვის დააჭირეთ წითელ ჯვარზე დახარისხების აქტივაციისთვის, რის შემდეგ გვერდი განახლდება და არა საჭირო კატეგორიები იქნება დამალული

 

ინტერნეტ ჯავშნის და აქტივობის პოზიციების შეცვლის შემდეგ, საჭიროა დააჭიროთ ღილაკს შენახვა ინფორმაციის განახლებისთვის.

მნიშვნელოვანია! კატეგორიის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კატეგორიაში არ ფიქსირდება არც ერთი ჯავშანი, მათ შორის გაუქმებული ან/და წაშლილი

 

ასევე კატეგორიის დამატების შესაძლებლობა არის

დეტალურად განვიხილოთ კატეგორიის დარედაქტირება:

კატეგორიის შესახებ ინფორმაცია ივსება 5 ჩანართში

ნომრების კატეგორიები

 

ძირითადი ინფორმაცია:

ნომრების კატეგორიები

 

 

  • კატეგორიის დასახელება: კატეგორიის დასახელება, ყველა იმ ენაზე, რაც იყო აღნიშნული ენების პარამეტრებში. სხვა ენაზე გადასვლისთვის არის შესაძლებლობა დააჭიროთ ღილაკს “A” და სისტემა ავტომატურად გადათარგმნის აღნიშნულ ენაზე. იქნება ნაჩვენები შეკვეთების დაფაზე, დაჯავშნის მოდულზე, ბეჭდურ ფორმებზე.
  • შემოკლება: სისტემის ზოგიერთ განყოფილებებში კატეგორიების შემოკლებული დასახელება. აუცილებელია შევსებისთვის.
  • განთავსების ობიექტი: აირჩიეთ განთავსების ობიექტი, რომელთან ეკუთვნის კატეგორია. მნიშვნელოვანია! აუცილებლად მიუთითეთ განთავსების ობიექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორია არ შეინახება.
  • კატეგორია: სიიდან აირჩიეთ კატეგორიის ტიპი
  • კომენტარი: თავისუფალ ფორმაში მიუთითეთ კატეგორიის აღწერა, იქნება ნაჩვენები გაჯავშნის მოდულზე და AirBnB არხზე.
  • ფართი: მიუთითეთ საერთო ფართი კვადრატულ მეტრში ან ფუტში
  • საძინებელი: მიუთითეთ საძინებელი ოთახების რაოდენობა
  • სველი წერთილი: მიუთითეთ სველი წერტილების რაოდენობა. თუ სველი წერტილი ზოგად გამოყენებისთვის არის, მაშინ ეს შეგიძლიათ მიუთითოთ აღჭურვილობაში
  • მისაღები ოთახი: გააქტიურეთ იმ შემთხვევაში, თუ ბინაში 1-ზე მეტი ოთახია და არის სტუმრის განთავსების შესაძლებლობა დამატებით საწოლზე
  • ძირითადი ფასი: მიუთითეთ ცხროვრების საფასური სეზონების და სტუმრების რაოდენობის გარეშე. რეკომენდირებულია მაქსიმალური ფასის დაყენება.
  • ადგილები, რომლებიც შედის ფასში: სტუმრების მინიმალური რაოდენობა 2 ან მეტი, სადაც ოთახის ღირებულება იქნება მინიმალური (თუ კი ოთახის ღირებულება არ  არის დამოკიდებული სტუმრების რაოდენობაზე, მაშინ მიუთითეთ მაქსიმალური რაოდენობა). ჰოსტელის განთავსებისთვის, ანუ ნომერში სხვა სტუმრის დამატებისთვის, სანომრე ერთეული იქნება საწოლი, შესაბამისად ფასში შეტანილი ადგილების რაოდენობა იქნება 1
  • დახარისხება: მიუთითეთ შეკვეთების დაფაზე ჩვენების რიგითი ნომერი. კატეგორიების დასალაგებლად, საჭიროა თითოეულ კატეგორიაში შეიყვანოთ დახარისხების ნომერი
  • აქტიური:  შეკვეთების დაფაზე კატეგორიის ჩვენება. მნიშვნელოვანია! კატეგორიის დეაქტივაცია არ ათავისუფლებს გაყიდვისგან დაჯავშნის არხებზე.
  • ონლაინ დაჯავშნა: ონლაინ დაჯავშნის აქტივირება, კატეგორიას აქტივირებს დაჯავშნის მოდულზე.

მნიშვნელოვანია! დაჯავშნის არხებზე კატეგორიის ჩვენებისთვის საჭიროა გაკეთდეს მიბმა და გადმოტვირთვა.

 

აუცილებლად დააჭირეთ შენახვა

ნომრების კატეგორიები

განთავსება:

აღნიშნული პოზიციების მიხედვით, სააბაზანო ოთახების, საძინებლების რაოდენობა, მისაღები ოთახის აქტივირება წინა “ძირითადი ინფორმაცია”  ჩანართში, დამატებითი ველი გამოჩნდება. საჭიროა “+” დააჭიროთ, რომ მიუთითოთ საწოლების ტიპი და მათი რაოდენობა თითოეულ ოთახში. გააქტიურეთ ოთახში კერძო აბაზანის არსებობა.

მნიშვნელოვანია! Airbnb-ზე განცხადებების გადმოტვირთვის განხორციელება არის აუცილებელი, არ აქვს მნიშვნელობა აბაზანა არის თუ არა ოთახში და ის არის ან არა ზოგადი გამოყენებისტვის

  • მაქსიმალური რაოდენობა: სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც შეიძლება განთავსდეს ოთახში
  • ხედი: სიიდან აირჩიეთ ნომრის ფანჯრიდან როგორი ხედია
  • ადგილების მაქსიმალური რაოდენობა: ადგილების საერთო რაოდენობა
  • ბავშვთა ადგილები:  მიუთითეთ ბავშვთა ადგილების რაოდენობა, თუ ისინი ფასით გასხვავდებიან ძირითად დამატებით ადგილებისგან. ის გააქტიურებს ფასების შეტანის ველს ტარიფებში.

 

აუცილებლად დააჭირეთ კატეგორიის შენახვა

აღჭურვილობა

ნომრების კატეგორიები

 

გაატიურეთ კატეგორიის ყველა კომპონენტი და დააჭირეთ კატეგორიის შენახვა

 

ფოტო

კატეგორიის ფოტოს დამატება

ნომრების კატეგორიები

 

 

  • დააჭირეთ ნაცრისფერ ოთხკუთხედზე – ამით გააქტიურებთ ფოტოს დამატებას
  • დააჭირეთ ღილაკს შეცვლა
  • აირჩიეთ  ფოტოსურათი მოწყობილობაზე
  • ფოტოსურათის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5მბ
  • “მონიშვნები” ღილაკის დაჭერით შეგიძლიათ დაამატოთ მონიშვნა სურათისთვის

 

გვერდის ბოლოს დააჭირე კატეგორიის შენახვა

 

წინა ვერსია

კატეგორიის დასახელება HMS 1.0 ვერსიაში. ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ დაჯავშნის მოდულისთვის სისტემის საბაზო ვერსიაზე.

 

მსგავსი სტატია