მართვის სისტემის დამატებითი მოდული OtelMS «Housekeeping», სხვადასხვა განსახლების ობიექტებში შესაბამისი სასტუმრო სერვისების ეფექტური მონიტორინგისა და სამუშაოთა გადანაწილების საშუალებას იძლევა
ამ მოდულთან სამუშაოდ საჭიროა სხვადასხვა პარამეტრების შეყვანა.
მომხმარებლის შექმნა
თითოეული თანამშრომლისვის სისტემაში უნდა შეიქმნას ახალი აქაუნტი .
საჭიროა მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, ვინაიდან ავტორიზაციისთვის აუცილებელია email, პაროლი და აუტენტიფიკაციის კოდი
“მომხმარებლის” შესაქმნელად
- გადადით პარამეტრებში – მომხმარებელი;
- დააჭირეთ ღილაკს “მომხმარებლის დამატება”:
- ჩანართში “წვდომა” შეიყვანეთ მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი “(email)”, ველში ” პაროლი” მიუთითეთ შესვლის პაროლი;
- ჩანართში “მომხმარებელი” – შეავსეთ ინფორმაცია (სახელი და გვარი);
- ჩანართში “უფლებები”, ველში “”როლი ” მიუთითეთ სტატუსი – “დამლაგებელი” ;
- ჩანართში “ლოკალიზაცია” – აირჩიეთ და მიუთითეთ ენა;
- დააჭირეთ ღილაკს “შენახვა”
თუ თანამშრომელი უკვე აღარ მუშაობს ან აუცილებელია სისტემაში მისი დაშვების შეზღუდვა, ჩანართში “უფლებები” , გააუქმეთ მომხმარებლის აღნიშვნა აქტიური.
დავალებებისა და ქვედავალებების სიების ფორმირება
თანამშრომლებისთვის დავალების შესაქმნელად გადადით:
➜
➜
➜
შეავსეთ ფორმა ნიმუშის მიხედვით:
![]() |
|
ამგვარად შეიყვანეთ ყველა საქმიანობის ტიპი, რომელიც უნდა განხორციელდეს ნომრებში. თუ დავალება მომავალში შეუსაბამო გახდება, საჭიროა მონიშნოთ იგი საერთო სიაში და დააჭიროთ ღილაკს გაუქმება
ქვედავალებათა სიის შესაქმნელად გადადით:
➜
➜
➜
ფანჯარაში, რომელშიც გაიხსნება:
![]() |
|
თუ დავალება მომავალში შეუსაბამო გახდება, საჭიროა მონიშნოთ იგი საერთო სიაში და დააჭიროთ ღილაკს გაუქმება
დიდი რაოდენობით ქვედავალებათა არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრი “დავალებათა ტიპები” – შერჩეული ფილტრის შესაბამისად ჩამოყალიბდება ქვედავალებათა შერჩევა.
სამუშაოთა სახეების სიის შექმნა
სამუშაოთა სახეების ფორმირების მიზნით, გადადით:
➜
➜
➜
წარმოდგენილი სახეები შეიძლება შეირჩეს დასუფთავების ტიპების მინიჭებისას, მაგალითად, მიმდინარე დასუფთავების დროს საჭიროა სველი დასუფთავება, პირსახოცების გამოცვლა, ხოლო გენერალური დასუფთავების დროს (გამოსახლების შემდეგ) – თეთრეულის გამოცვლა, მინი ბარის შევსება და ა.შ.
![]() |
|
ვქმნით დასუფთავების ტიპებს, მათ ციკლურობას, სამუშაოთა სახეების ჩამონათვალს, თითოეული ტიპის დასუფთავებისთვის:
➜
|
დავალებათა ბლოკთან მუშაობა
დავალებათა განაწილება და ფიქსაცია ხდება სისტემების განყოფილებაში “ანგარიშები” – “დავალებები” და გააჩნია სამი ”ქვეპუნქტი :
- დავალებათა კალენდარი
- ნომრების მდგომარეობა
- დავალებათა სია
დავალებათა დამატების საშუალებას იძლევა თითოეული ნომრის დამლაგებლისთვის. ინტერფეისში აისახება შერჩეული დღე (სტანდარტული – “დღეს”), ასევე 2 დღით ადრე შერჩეული დღე.
ღილაკის დაჭერით ხორციელდება გადასვლა დავალებათა პარამეტრების გვერდზე. დავალების დასამატებლად დააჭირეთ ნომრის საპირისპიროდ მდებარე ღილაკს
, რომელსაც მიეკუთვნება დავალება.
დავალების დამატების მოდალურ ფანჯარაში აირჩიეთ:
- მოქმედება – დავალების შესრულების ტიპი;
- მოქმედების ტიპი – შერჩეული დავალების ტიპში ქვედავალების სახე;
- შემსრულებლის დანიშვნა – აირჩიეთ იმ მომხმარებლების სიიდან, რომელთა როლი მომხმარებლის პარამეტრებში განისაზღვრება სტატუსით “დამლაგებელი”;
- კომენტარის დამატება – კომენტარი იქნება ნაჩვენები დამლაგებელთა მობილურ ვერსიაში
- შესრულების თარიღი და დროის კორექტირება;
- საჭიროების შემთხვევაში, მონიშნეთ დავალება, როგორც სასწრაფო – დამლაგებელთა მობილურ ვერსიაში ასეთი დავალება აისახება ჩანართში “სასწრაფო”;
ამრიგად, აქ იქმნება დავალებები თანამშრომლებისთვის, რომელთაც შეეძლებათ დავალებათა ნახვა და დასრულებულად მონიშვნა.
ნომრების მდგომარეობა
ინტერფეისში აისახება მიმდინარე დღე (სტანდარტულად, “დღეს”). < – > ღილაკებით გადასვლა ხდება წინა / მომდევნო თარიღებზე. ნომრის სტატუსის ცხრილი ასახავს:
- ნომრების აქტიურ კატეგორიებს- კატეგორიაში აქტიური ნომრების სია.
- ნომრების მდგომარეობა (დასალაგებელი / სუფთა). სტანდარტულად, ნომერი დალაგებამდე (დასუფთავების ჩატარებამდე) აისახება, როგორც “დასალაგებელი”. დასუფთავების შემდეგ, სტატუსი იცვლება “სუფთა”. კატეგორიის დასახელების პირდაპირ გრაფიკულად აისახებ პირობითად დასასუფთავებელი (წითლად) ნაჩვენები და პირობითად სუფთა (მწვანე) ნომრები.
- ხელმისაწვდომობა (დაჯავშნა ან “საკეტები”-თ დალუქული ნომრები)
სვეტში “ხელმისაწვდომობა”, ნომერი მონიშნულია როგორც “ხელმისაწვდომი” – თუ იგი თავისუფალია ამ თარიღში, “დაჯავშნილია” – თუ არსებობს დაჯავშნა, “დაკეტილი” – თუ ჩაკეთილია ბოქლომის მეშვეობით.
- დაგეგმილი დავალებებიშერჩეულ დღეს.
- რეკომენდებული დავალებებიშერჩეულ დღეს. რეკომენდებული დავალებები აისახება “დალაგების ტიპებში” მითითებული გრაფიკისა და ციკლურობის გათვალისწინებით. მათი განახლება შესაძლებელია სათანადო დამლაგებლისთვის (მასობრივი განახლება) დანიშვნით, ასევე შემსრულებლის გარეშე.განახლებით.
ამისათვის, აირჩიეთ საჭირო დავალებები ან მონიშნეთ ალმით ყველა ნომრების სიაში.
სვეტში “დაგეგმილი” აისახება დავალებები რომელიც დადგენილია შესასრულებლად. ნომრის სტატუსის ღილაკის დაჭერისას, ხდება გადამისამართდება წინა თვის დავალებათა ჩამონათვალში, კონკრეტულ განსაზღვრულ ნომერზე.
დავალებათა სია
დავალებათა რეესტრი პარამეტრების მიხედვით გაფილტვრის ფუნქციით:
- თარიღის დიაპაზონი – პერიოდი, რომელშიც არის დასახული დავალების შესრულება
- დავალების ტიპი – პარამეტრებში ფორმირებულ დავალებათა ტიპების სია
- სტატუსი – დავალების შესრულების სტატუსი
- ნომრის კატეგორია-აქტიური ნომრების კატეგორიათა ჩამონათვალი
- კატეგორიაში ნომერი – აქტიური ნომრების სიაა ასახული
- შემსრულებელი – სისტემის ფორმირებულ მომხმარებელთა სია დამლაგებლის ფუნქციით
- სასწრაფო
გამოყენება
დამლაგებლები მუშაობენ პროგრამაში მობილური მოწყობილობიდან. მათთვის აისახება მხოლოდ ის დავალებები, რომელთა ტიპი მონიშნულია, როგორც “დასუფთავება”. დავალებათა დანარჩენი ტიპები არ აისახება მობილური ვერსიაში გამოსაყენებლად (ეს შესაძლებლობა დაემატება სისტემის განახლების დროს, მომავალში).
გადასასვლელად, საჭიროა:
- სისტემის ძირითად მისამართს დაამატეთ /mobile. მაგალითად, თუ სტანდარტული შესვლის ბმულია https://miniotel.otelms.com / მობილური ვერსია იქნება https://miniotel.otelms.com/mobile
საწყის გვერდზე შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელსაც იყენებთ სხვა მოწყობილობებზე შესასვლელად.
შესვლისთანავე, აისახება კატეგორიებად დაყოფილი დავალებათა სია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან წარწერა მათი არ არსებობის შესახებ.
ჩამონათვალში აისახება დამლაგებლისთვის დანიშნული დავალებები, ასევე დავალებები, რომლებიც არავისთვის არ არის დანიშნული.
თითოეულ დავალებაში შეგიძლიათ იხილოთ საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალი, დამატებითი კომენტარები.
დავალების შესრულების დასაწყებად საჭიროა:
- დააჭიროთ ღილაკს “დალაგების დაწყება “ ;
- ხოლო დასრულებისას კი, დააჭირეთ ღილაკს “დალაგების დასრულება” .
თუ დავალება დასრულდა შეცდომით, მაშინ შეგიძლიათ დააჭიროთ “შესრულების გაგრძელება”.
*** თუ დავალების შესრულება არ დაწყებულა ან მიმდინარეობის პროცესშია, “ნომრების სტატუსი”-ს განყოფილებაში, ნომერი მონიშნული იქნება როგორც დასალაგებელი.
დავალების შემსრულებლის ინტერფეისში, დასრულების მონიშვნისას გამოჩნდება ჩანართი “დასრულებული”