ავტორიზაცია OtelMS– ში

სისტემაში მუშაობის დასაწყებად, თქვენ უნდა შეხვიდეთ საწყის გვერდზე, OtelMS პერსონალურ ბმულზე გადასვლის შემდეგ.

მომხმარებელი იღებს ამ ინდივიდუალურ ბმულს ელ.ფოსტით. მისი ნახვა შეგიძლიათ რეგისტრაციაზე მითითებულ საფოსტო მისამართზე.

 

პირად ბმულზე დაჭერის შემდეგ, მომხმარებელი მიდის ავტორიზაციის გვერდზე. მანდ უნდა მიუთითოთ ლოგინი (რეგისტრაციის დროს მითითებული ფოსტა) და პაროლი.

ავტორიზაცია OtelMS– ში

თუ დაგავიწყდათ ან დაკარგეთ პაროლი

თუ ინფორმაცია პაროლის შესახებ იყო დაკარგული, თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს “I forgot my password” (“პაროლი არ მახსოვს”) , რომ ახალი პაროლი მიიღოთ.

თქვენ უნდაშეიყვანოთ ელ.ფოსტის მისამართი, რომ მიიღოთ პაროლის შეცვლის დადასტურება (უნდა შეიყვანოთ ელ.ფოსტის მისამართი, რომელიც მითითებულია otelms.com– ზე დარეგისტრირებისას).

ავტორიზაცია OtelMS– ში

თქვენ მიიღებთ პაროლის შეცვლასთან დაკავშირებით დადასტუმრების წერილს. “Reset your password” (“პაროლის შეცვლა”) ღილაკის დაჭერით უნდა დაადასტუროთ, იმისთვის, რომ მიიღოთ წერილი  რომელიც შეიცავს ავტორიზაციის ახალ პაროლს (საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალეთ პროფილის პარამეტრებში).

ავტორიზაცია OtelMS– ში

თუ დიდი ხნის განმავლობაში არ მიიღეთ დასტურის ან ახალი პაროლის წერილი – აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი ელ. ფოსტის “SPAM”-ი!

ავტორიზაციის ახალი პაროლით წერილი ასე გამოიყურება:

ავტორიზაცია OtelMS– ში

ეს ნიშნავს, რომ პაროლი შეიცვალა წერილში მითითებულზე. ის აუცილებლად ავტორიზაციის საწყისს გვერდზე უნდა შეიყვანოთ, სისტემაში შესვლისთვის, და სურვილისამებრ შეცვალოთ პროფილის პარამეტრებში.

პირველი ავტორიზაციის დროს

წარმატებული პირველი ავტორიზაციის შემდეგ იხსნება საწყისი პარამეტრების დაყენების ოსტატი.

მსგავსი სტატია